ჟერარ პიკესთვის ხელფასის შემცირების შემდეგ, “ბარსელონა” დანარჩენ კაპიტნებთან შეთანხმებასთანაც ახლოსაა, თუმცა კლუბი მოლაპარაკებას სხვა ფეხბურთელებთანაც აპირებს.
ბარსელონელი ჟურნალისტის, ფერან კორეასის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ანაზღაურების დაკლებასთან დაკავშირებით ანტუან გრიზმანს, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელესაც მოელაპარაკება. სამივე მათგანი წლიურად დიდ თანხას გამოიმუშავებს.
დემბელეს შემთხვევა სერჟი რობერტოს მსგავსი იქნება. ამ უკანასკნელის მსგავსად, ფრანგის კონტრაქტიც 2022 წელს იწურება და “ბარსა” მასაც ხელფასის შემცირებასა და თამაშის ხარისხის შესაბამის ბონუსებს შესთავაზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟორდი ალბა ანაზღაურების 25%-ით დაკლებას დათანხმდა, ბუსკეტსსა და რობერტოს კი კლუბი დღეს შეუთანხმდება.



პიკე და მინგესი
დემბელეს გაუხანგრძლივონ და გაყიდონ!!!
მშვენიერი
რა მაინტერესებს. 3ხლა რო დაჯწყეს ხელფასების კლება ადრე ექნათ და მესი შეენარჩუნებინათ არ შეიძლებოდა? ალბათ ეგრე იყო დაგეგმილი მესის წასვლა თორე ყველა ახლა რანაირად იკლებს ხელფას.
სწორიცაა, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს ყველას უნდა მოუწიოს შემცირება. რამდენიმე კაცის გამოკლებით, თითქმის არავინ აკეთებს იმის ნახევარსაც კი რასაც იმსახახურებენ
პიკე თითქოს პლავკებით არის, რა მოდაა!
შაკიროვნა რა მასტია, ცოლს ააგლიჯეს, ალბათ!