workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხეტაფესთან დაცვის წყვილი ლანგლე-არაუხო იქნება

ხეტაფესთან დაცვის წყვილი ლანგლე-არაუხო იქნება

“ბარსელონას” დაცვაში ისევ პრობლემები აქვს. “ატლეტიკთან” მატჩში გუნდს ერიკ გარსია და ჟერარ პიკე გამოაკლდნენ, რის გამოც, მომდევნო შეხვედრაში “ბარსას” განსხვავებული უკანახაზი ეყოლება.

Diario AS-ის ინფორმაციით, “ხეტაფეს” წინააღმდეგ “ბლაუგრანას” ცენტრალური მცველები რონალდ არაუხო და კლემან ლანგლე იქნებიან.

წყაროზე დაყრდნობით, დაბრუნებასთან ახლოსაა ოსკარ მინგესაც, რომელმაც ტრავმა ოლიმპიადაზე მიიღო. ის, შესაძლოა, განაცხადში მოხვდეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის, ის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და მისი თამაში გამორიცხულია.

გავრცელებული ინფორმაციით, პიკეს ორი კვირა გაუცდება, მანამდე კი “ბარსა” დაცვის ზემოხსენებული წყვილით ითამაშებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2021, 08:38

    კარგია რო მხოლოდ ორი კვირა გაუცდება. ესე იგი ლენგლეს მარტო ერთი თამაში მოუწევს და იქნებ ვერ მოასწროს ბევრის გაფუჭება.

  • azulgerana
    schedule 23 აგვ 2021, 03:30

    ლანგლე მაგარია. გამოცდილი კაცი

  • Albicelecte
    schedule 22 აგვ 2021, 23:52

    სჯობს, რომ დასაწყისშივე წაულენგლევოს, რომ ერთი 30-35 წუთზე მინგესა შეუშვას მაგის მაგიერ
    ახალ ტრამვამორჩენილზე მაინც სახიფათოა, ასეთ დროს სასტარტოდან არ დააწყებინებს გამოცდილი მწვრთნელი
    ნუ კუმანისგან ყველაფერია მოსალოდნელი
    და კიდევ, ალბათ ბარსა ც-ში მოძებნის ვინმეს, რომ პუჩი არ ათამაშოს

  • Bobi
    schedule 22 აგვ 2021, 22:05

    მეცოდება არაუხო. ძალიან ცუდია შენიანის აყვანაც რო გიწევს 😃

  • Albicelecte
    schedule 22 აგვ 2021, 21:41

    ანუ 10 კაცით 12 წინააღმდეგ scream rage

  • Maradona
    schedule 22 აგვ 2021, 21:00

    აი ისე მიდის ყველაფერი რო მაინც მოუწევს თამაში ამ გამოსგრებჰლს. მეზიზღება უკვე ეს *ირი

  • La Pulga10
    schedule 22 აგვ 2021, 18:55

    ეჰ მოუწევს არაუხოს ორი კაცის საქმის კეთება და პლუს ლენგლეს შეცდომების გამოსწორება.