“ბილბაოსთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგის მე-3 ტურში, “კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” უმასპინძლებს.
Mundo Deportivo-ს ვარაუდით, გუშინდელ მატჩში ჟერარ პიკეს ტრავმისა და ერიკ გარსიას გაძევების შედეგად, 100%-ით შეიძლება იმის თქმა, რომ მადრიდული კლუბის წინააღმდეგ რონალდ არაუხო თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
ურუგვაელმა მცველმა, რომელიც წინა ორ ტურში სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა, “ატლეტიკთან” შეხვედრაში მოედანზე გამოსვლის შემდეგ დაცვის ხაზი გააძლიერა, და მაკრატელა დარტყმით ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, მაგრამ, მსაჯის ძალიან საკამათო გადაწყვეტილების გამო ეს ბურთი არ ჩაითვალა.
“ბარსასა” და”ხეტაფეს” დაპირისპირება სტარტს 19:00 საათზე აიღებს.




დაბრუნდეს მინგესაც და კარგი იქნება. იქამდე მოუწევს ლენგლეს გაძლება
სხვა მცველი აღარ დაგვრჩა და აბა მე ხოარ დავდგებოდი
Albicelecte,
რა ფრენკი ერთი ეგ თამაშობს და ეგეც დაცვაში თუ დაწია და ხელი ჩაიქნიონ ქულაზე.ერთადერთი,რაც თავში მომდის,რატომ დააწყებინა ერიკს და გინდა პიკეს წინაზე არის ის,რომ არაუხოს უფრთხილდება,ეშინია ალბათ ტრამვა არ მიიღოს,აბა ისე ბარსას საუკეთესო მცველია ამ მომენტისთვის და მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოც იქნება,ხასიათით და შემართებით პუიოლს ნაღდად ჰგავს,ისე აღნაგობით გარსია.
ლანგლე, რა თქმა უნდა.
ან ან უმტიტი 😁🤣
მინგესა თუ ხოდზეა კი, მაგრამ ტრამვა აქვს მგონი
24 აგვისტო უწერია დაბრუნების თარიღად ტრანსფერმარკტზე
შეიძლება იყოს მწყობრში, თუ არა და ფრენკი უნდა დასწიოს უკან
ლენგლე არ შეიძლება, რაც არ უნდა ხეტაფე იყოს, 10 კაცით 12-ზე არ იქნება იოლი
მინგესა თუ ხოდზეა არაუხო მინგესას დუეტი უნდა დააყენონ
ლანგლე, რა თქმა უნდა.
დიდი გამოთვლა ამას უნდა რა. ეგ კი არა მეწყვილე ვინ იქნება ის უფროა საინტერესო ლანგლე თუ უმტიტი.