“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, “ბილბაოსთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში, დაზიანების გამო მოედანი 30-ე წუთზე დატოვა – თამაშში მის ნაცვლად რონალდ არაუხო ჩაერთო.
La Sexta-ს ჟურნალისტის, მარია გარიდოს ინფორმაციით, დღეს 34 წლის ფეხბურთელი, გამოკვლევის ჩასატარებლად სიუტატ ესპორტივაზე გამოცხადდა, სადაც მისი ტრავმის სიმძიმე გაირკვევა.
ოფიციალური ცნობით, კატალონიელ უკანახაზელს დისკომფორტი წვივის უკანა კუნთის არეში აწუხებს.
“ბარსამ” “ატლეტიკთან” მატჩი მემფის დეპაის შესანიშნავი გოლის წყალობით გადაარჩინა და შეხვედრა ფრედ, 1-1 დაასრულა.




ყველანაირად დიდი ძალაა პიკე გუნდისთვის
ჩამოშლილი იყო გუშინ კლუბი და ამის გასვლის მერე სულ ჩამოეფხოთ თავზე
იმედია დიდი ხნით არ გამოგვაკლდება
ძალიან ეუხეშებოდნენ ამას, გამეორებაზეც გამოჩნდა როგორ ურტყავდა ერთმა პირდაპირ ღვიძლში მოარტყა შემთხვევით, მეორემ უკნიდან ქუსლზე დააბიჯა რამდენჯერმე იმანაც "შემთხვევით"
კაროჩე რაა პიკეს გარეშე იმენა ამოგვტენის ყველა😏გარსიაც არ იქნება მომდევნო ტურში და უნდა ვიყოთ ისევ ლენგლეს იმედად😑🙏