workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია მომდევნო მატჩებში დაისვენებს

ერიკ გარსია მომდევნო მატჩებში დაისვენებს

“ბარსელონას” ნახევარმცველის, პედრის მსგავსად, მცირე შვებულებას ერიკ გარსიაც აიღებს – წერს Sport. 

გარსიამ, ისევე როგორც პედრიმ, ჯერ ევრო 2020-ზე, შემდეგ კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა, სადაც ესპანეთის ნაკრები ტურნირს ბოლომდე შემორჩა და შესაბამისად, ფეხბურთელებს საკლუბო სეზონის დაწყებამდე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის საკმარისი დრო არ მიეცათ. 

პედრის შვებულება “ბილბაოსთან” დღევანდელი მატჩის შემდეგ დაიწყება, გარსია კი გუნდს “ხეტაფესთან” მომდევნო შეხვედრის შემდეგ 7-8 დღით დატოვებს. 

კლუბს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის შვებულება სანაკრებო შეხვედრების გამოც არ შეწყდეს, ამისთვის კი “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თანხმობაა საჭირო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 20:30

    იმედია არაუხოს დღეს ძირითადში არ დააყენებს smile

  • M10 S9 D11
    schedule 21 აგვ 2021, 20:02

    იმედია დღეს არაუხოს ძირითადში დააყენებს

  • Bobi
    schedule 21 აგვ 2021, 18:13

    ენრიკეს რაღაც ბოღმა აქვს დარჩენილი და ასე იყრის ჯავრს თუ რატო აკეთებს ამას ვერ ვხვდები? 😂 დაასვენე ხალხი, დაასვენე

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 15:58

    ციტატა: nika 54
    ამ ენრიკეს ბოდიში და შიგ ხო არა აქვს, აბა თვითონ წვრთნიდეს კლუბს, ექნებოდა თუ არა პრეტენზიები ნაკრების მწვრთნელთან, ფეხბურთელების გადატვირთვის გამო.


    ხელფასს თვითონ არ უხდის და არ კიდია?

  • cezo45
    schedule 21 აგვ 2021, 15:21

    მინგესაზე რა ისმის? მოირჩინა ტრავმა? რატომღაც მინგესას იმედიც მაქვს და მგონია რო კარგი მცველი გამოვა ეგ ბიჭი

  • Fc Barca Batumi
    schedule 21 აგვ 2021, 14:15

    გარსია ბევრად კარგი იქნება ბარსაში, ვიდრე იყო აქამდე! ამას ყურადღებაც მიაქციეთ! სულ სხვა მოტივაციაა დღეს კლუბში, ბევრად მეტი, ვიდრე წინა წლებში! ბარსას ევოლუცია გრძელდება! აბა რაა!

  • La Pulga10
    schedule 21 აგვ 2021, 13:27

    ეს ცოტა დაიხვეწოს და არაუხოსთან ერთად წესით მაგარი ცენტრი უნდა შეიქმნას,შეიძლება ძვირიანი ცენტ.მცველის ყიდვაც არ დაგვჭირდეს.

  • nika 54
    schedule 21 აგვ 2021, 13:25

    ამ ენრიკეს ბოდიში და შიგ ხო არა აქვს, აბა თვითონ წვრთნიდეს კლუბს, ექნებოდა თუ არა პრეტენზიები ნაკრების მწვრთნელთან, ფეხბურთელების გადატვირთვის გამო.

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 13:20

    ლაიამ ბიჭის ამბიციები და შემართება მომწონს