“ბარსელონას” ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, დიდი ალბათობით, გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს.
ESPN-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის მომავლის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე ორშაბათი იქნება.
წყაროს მიხედვით, თუ “იუვენტუსი” ნაბიჯს არ გადადგამს, პიანიჩი სხვა გუნდების მოძებნას დაიწყებს. ბოსნიელის პრიორიტეტი “იუვეში” დაბრუნებაა, თუმცა, მანუელ ლოკატელის დამატების შემდეგ, მისი ტურინულ გრანდში გადასვლის შანსები შემცირდა.
ESPN დასძენს, რომ პიანიჩის ერთ-ერთი მსურველი “მილანია”. ბოლო პერიოდში “ინტერის” ინტერესზეც იწერებოდა.




ამის ყოლას არტურის ყოლა რატომ არ ჯობდა? გამძლეობა ქონდა სუსტიო მეტყვიან, ამას ხო რკინის ფილტვები აქვს😂 თუ აქვს სკამზე მაინც არ ჭირდება გუნდს რკინის ფილტვიანი მოთამაშე
შესაძლოა, პიანიჩის მომავალი ორშაბათს გადაწყდეს.
ან არ გადაწყდეს.
არც ამას უნდა წასვლა და დრო გაყავს. ორშაბათიდან რა მსურველები დაეხვევიან?
ამის საგაც არ დასრულებულა