workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონა: რონალდ კუმანი მატჩის წინ

ბილბაო-ბარსელონა: რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბარსელონას” ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

მეტოქე

“სან მამესზე” თამაში ყოველთვის რთულია. ახლა, “ბილბაო” უკეთესი გუნდია. მათ ექვსკვირიანი პრესეზონი ჰქონდათ, ბევრი და კარგად ივარჯიშეს, რაც ბოლო თამაშშიც გამოჩნდა. ძლიერი გუნდია და ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ.

მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, გასულ სეზონში 4-ჯერ შევხვდით. ფიზიკური ორთაბრძოლები უნდა ავირიდოთ, ეს მათი ძლიერი მხარეა. კარგი თამაში გველის, მათგან ძლიერ პრესინგს ველით. “ბილბაოს” ჩვენთვის სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია ისევე, როგორც ჩვენ მათთვის.

ბრეითუეიტის მომავალი

კლუბის სიტუაციას კარგად ვიცნობთ. თუ ფეხბურთელის თაობაზე წინადადება გვექნება, მას განვიხილავთ, თუმცა მარტინი გუნდს ეხმარება, რაც მან პირველ ტურშიც დაამტკიცა. მას სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირად კარგად თამაში შეუძლია. მასთან ერთად მუშაობა სასიამოვნოა, იგი ძალიან დისციპლინირებულია. მისთვის, მისაღებია, რომ ყოველთვის თამაშს ვერ შეძლებს. ჩემი აზრით, იგი უნდა დარჩეს.

პედრი

პედრის თაობაზე ბევრი ვიფიქრეთ. ხვალიდან, იგი ორკვირიან დასვენებას იწყებს. ლუის ენრიკეს ვესაუბრე და და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელზეც მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ მას ორკვირიან შვებულებას მივცემთ, რადგან ეს აუცილებელია.

ნომერი 10

ეს კლუბის გადასაწყვეტია და არა მწვრთნელის. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრი მნიშვნელოვანი არ არის.

მბაპეს მომავალი

მე “ბარსას” მწვრთნელი ვარ. იგი დიდებული ფეხბურთელია და ითამაშებს იქ, სადაც თავად გადაწყვეტს. ეს ჩემი პრობლემა არ არის.

პიანიჩი და უმტიტი

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ექნებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელები იღებენ. მათი სიტუაცია რთულია.

კოუტინიო

ფილიპე განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ვფიქრობ, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში კიდევ ერთი კვირა უნდა გააგრძელოს. მე მას ვენდობი, ის დიდებული ფეხბურთელია და შეუძლია, “ბარსას” მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ამ სეზონში მისი იმედი გვექნება.

მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაშია, მაგალითად, მარცხენა ფლანგზე. მესის გარეშე, გოლები დავკარგეთ, რაც სხვა ფეხბურთელებში უნდა ვეძებოთ. ფილიპე ერთ-ერთი მათგანია.

პიკე და ტერ შტეგენი

პიკეს პრობლემა არ აქვს და თამაშს უპრებლემოდ შეძლებს. რაც შეეხება ტერ შტეგენს, მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა მომზადება უნდა გააგრძელოს.

მორიბა

მე მას ორი-სამი კვირის წინ ვესაუბრე. ეს იყო უფრო პიროვნული საუბარი, ვიდრე მწვრთნელისა და ფეხბურთელის კონტაქტი. მისი სიტუაცია ძალიან მძიმეა. იგი კლუბის მომავალია, მაგრამ ჩვენთან არც თამაშობს და არ ვარჯიშობს. კლუბისგან ვიცი, თუ რას სთავაზობენ მას.

ჩემი რჩევაა, რომ ფულზე უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთის თამაშია, მაგრამ ფეხბურთელმა და მისმა გარემოცვამ სხვაგვარად გადაწყვიტეს. ამით იმედგაცრუებული ვარ. ჩემთვის, საფეხბურთო საკითხები უფრო საინტერესოა, ვიდრე კონტრაქტები. 18 წლის ასაკში ფული ასეთი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.

პენია

პენიასი მესმის, მას თამაში სურს, თუმცა გარისკვას არ ვაპირებ. გუნდში სამი უმაღლესი დონის მეკარის ყოფნა მსურს, რათა სირთულეები თავიდან ავიცილოთ. ამ მომენტისთვის, მეკარეების თაობაზე სიახლე არაფერია.

ნიკო გონსალესი

ახალგაზრდებზე იმედებს ვამყარებ. ახლა, მათთვის, აუცილებელია, რომ ითამაშონ, თუ პირველ გუნდში არა, “ბარსა B-ში” მაინც. ვარჯიშის მიუხედავად, პრაქტიკა აუცილებელია. ნიკო, ისევე, როგორც სხვები, ამ კლუბის მომავალია.

ცენტრალური მცველები

გუნდში 5-6 ცენტრალური მცველის ყოფნა სასიხარულოა, ჩვენ ისინი გვჭირდება. უმტიტიზე უკვე ვისაუბრე, რომ მას შანსი ნაკლებად მიეცემა.

ლანგლე ერთადერთი ცაცია ცენტრალური მცველია. იგი სათამაშო დროს მიიღებს, თუმცა ეს გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული. სანაკრებო პაუზის შემდეგ, კვირაში ორი თამაში გვექნება და თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება.

“ბილბაოსთან” შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 20 აგვ 2021, 21:35
    #9

    ნეტუ
    დესტი-პიკე-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    ბრაითვაიტი-გრიზმანი-დეპაი

    ბუსკეტსი-პედრი
    დესტი-ემერსონი
    გარსია-არაუხო
    ბრაითვაიტი-დემირი
    გრიზმანი-მანაი

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 20:19
    #8
    ლუის ენრიკეს ვესაუბრე და და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელზეც მე ვერ ვისაუბრებ,

    ენრიკეც კაი ჩობანია

  • Nikabedinadze
    schedule 20 აგვ 2021, 18:31
    #7

    მორიბაზე ის ისაუბრა რაც ეკუთვნის მაგ ღლაპს,მეკარეებს რაც შეეხება იქნებ მიცეს შანსი ამ პენიას იქნებ საიმედო მეკარეა.

  • Bobi
    schedule 20 აგვ 2021, 16:40
    #6

    ბილბაოსთან მატჩში უფრო მეტი რამე გამოჩნდება. მაინტერესებს შედარებით ჩაკეტილ თამაშს როგორ ითამაშებენ მესის გარეშე.

  • Fc Barca Batumi
    schedule 20 აგვ 2021, 16:30
    #5

    კოუ ჩაჯდება, მისი იმედი მაქვს, ბევრად მაგრა და მისი თითოეული ნაბიჯი წარმატებული იქნება ბარსაში

  • El pistolero 9
    schedule 20 აგვ 2021, 15:31
    #4

    პუჩზე რატო არაფერი კითხეს?

  • kanja
    schedule 20 აგვ 2021, 15:24
    #3

    ჰაა, გოლების პრობლემა გააქვთ჻! ჯერ სადა ხართ…

  • La Pulga10
    schedule 20 აგვ 2021, 14:47
    #2

    ციტატა: totti10
    ტამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდება პერესი იქით კვირასო ზი სანზე წავიკითხე, ეგ ყოფილა პსჟს მფლობელი ის კი უბრალოდ პრეზიდენტი, პარიზში ჩადის ჰამადი იქით კვირას და პერესი 3 პუნქტიან გეგმას წარუდგენს მბაპეზეო:დ ეს ჩემისა ბებერი მელა ასეტი რა არის რომ იმხელა ყატარის მეფე პაირიზში ჩადის :დ


    უკან გაიკეთონ მბაპე და პერესის დედაც კიდევ ზემოდან.ჭორი მგონია,მაგრამ ცოტა უცნაურია ყველაზე მეტი შანსი აქვს მოიგოა ლიგა წელს და იქითა სეზონში გადავიდეს უფასოდ რეალში,მაგრამ ჩათლახი შეიხები მაგას უფასოდ გაუშვებენ?

  • nika 54
    schedule 20 აგვ 2021, 14:42
    #1

    ისე მბაპეზე შეკითხვა ვინ დაუსვა, რა აზრი აქვს. კაცი ვენებს იჭრის რეალში წასვლაზე და ესენი კუმანს ეკითხებიან რაღაცას. ჰალას მწერალი უკვე დაიღალა, მილიონჯერ დაარწმუნა გულშემატკივრები 100% მადრიდისტაა-ო მაგრამ ხელაიფიმ იდიტე <<ცენზურის დარღვევა>>-ო უთხრა.
    სადაც რეალი გავიხსენეთ რამოსზეც ვთქვათ, პოჩეტინომ რამოსს გაფრთხილება მისცა იმისათვის რო გუნდში ყოყოჩობს და ყველას ებლატავება-ო. ასე თუ გააგრძელებ იჯდები სკამზეო.