workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი ბარსელონას ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ახალ სან მამესზე გოლი აქვს გატანილი

პედრი ბარსელონას ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ახალ სან მამესზე გოლი აქვს გატანილი

“ბარსელონა” ლა ლიგის მეორე ტურში, 21 აგვისტოს, თბილისის დროით 23:55 საათზე “ბილბაოს” სტუმრად დაუპირისპირდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” ამჟამინდელ შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ეგიდით ახალ “სან მამესზე” გოლი აქვს გატანილი, პედრი გონსალესია.

აღნიშნულ სტადიონზე, რომელიც 2013 წელს გაიხსნა, “ბლაუგრანას” მოთამაშეთაგან ლა ლიგაში გოლი ლეო მესის (4), ლუის სუარესს (2), ნეიმარს, პედროს, ივან რაკიტიჩსა და პაულინიოს აქვთ გატანილი, თუმცა ისინი კატალონიურ კლუბში აღარ თამაშობენ.

საინტერესოა, რომ პედრიმ “ატლეტიკის” კარის აღება სწორედ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მოახერხა, როდესაც “ბარსელონამ” ბასკურ კლუბს 3-2 სძლია. ახლა კი, 18 წლის ნახევარმცველს შანსი ექნება, “ბილბაოს” კარი კვლავ მეორე რაუნდში დალაშქროს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 20:26

    რეკორდმაისტერია რაა ეს ბიჭი. laughing smile smiley

  • Bobi
    schedule 20 აგვ 2021, 16:51

    პასიც მშვენიერი მისცა იმ თამაშში ლეოს❤️

  • nika 54
    schedule 20 აგვ 2021, 12:37

    მეორე ტურის მატჩს მეორე რაუნდს რატომ ეძახით. მეორე რაუნდი ან კრივშია ან პლეი ოფის მატჩებში. ლამაზი სიტყვებისთვის ქართულს ნუ დაამახინჯებთ.