ლა ლიგას რომ აშკარა კრიზის აქვს ეს უკვე დიდი ხანია ნათლად ჩანს. ესპანეთის ჩემპიონატიდან ერთმანეთის მიყოლებით წასული ვარსკვლავები, დაცემული პოპულარობა და სხვა ქვეყნის ჩემპიონატებთან კონკურენციის პირობებში დაღმასვლა წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარასაც აშკარად ეტყობა.
ცხელი ზაფხულის დასრულებამდე და ტრანსფერების შეწყვეტამდე 10 დღით ადრე დახარჯული თანხის მხრივ ევროპის წამყვან ჩემპიონატებს შორის ლა ლიგა მე-5 ადგილზეა და უფრო ახლოს მე-10 ადგილზე მყოფ იტალიის სერია ბ-სთანაა, ვიდრე მის წინ მყოფ ლიგა 1-ზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარი სენ-ჟერმენმა აშრაფ ჰაკიმის გარდა, რომელშიც 60 მილიონი ევრო გადაიხადა, ყველა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მათში არც ერთი ევრო დაუხარჯავს.
რეიტინგს, რასაკვირველია, ინგლისის პრემიერ ლიგა ლიდერობს, სადაც გუნდებმა უკვე მილიარდზე მეტი დახარჯეს.
სრული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება (€):
- ინგლისის პრემიერ ლიგა -1.02 მილიარდი
- იტალიის სერია ა – 446.6 მილიონი
- გერმანიის ბუნდესლიგა – 340.3 მილიონი
- საფრანგეთის ლიგა 1 – 301.9 მილიონი
- ესპანეთის ლა ლიგა – 152.3 მილიონი
- რუსეთის პრემიერ ლიგა – 90.6 მილიონი
- ბელგიის იუპილერ ლიგა – 74.3 მილიონი
- პორტუგალიის პრიმეირა ლიგა – 71.6 მილიონი
- საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგა – 50.2 მილიონი
- იტალიის სერია ბ – 50 მილიონი
ინგლისური კლუბები ყოველთვის ბლატაობდნენ ჯიგარო ჯან
მაგარ ძ——შია ესპანეთი, არადა 3-4 წლის წინ კონკურენტი არ ჩანდა. ესპანური გუნდები გადიოდნენ ლიგაზე ფინალში, ახლა ინგლისელები ბლატაობენ.
ინგლისში ძალიან დიდი ფული, გუნდების იმ მართვის სტილმა მოუტანა,რომელიც მათ დაახლოებით 15-17 წლის წინ მიიღეს,რომ გუნდების აქციების გატანა საფონდო ბირჟაზე შეეძლოთ, ფეხბურთი ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდა, იმდენი კლუბი რამდენიც ბოლო 15 წელშლში გაიყიდა,სხვა არცერთ ლიგაში არ მომხდარა. ამას როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე აქვს, ფეხბურთი ბიზნესი გახდა და სპორტს ნელ ნელა დაშორდა. პირველი შეიხები და მილიარდერები ინგლისში გამოჩდნენ ,და მერე ეგერ აგერ სხვა ქვეყნებში. ტვ უზარმაზარ თანხებს უხდის გუნდებს არამარტო პრემიერ ლიგაში არამედ სხვა ლიგებში.
ესპანეთში ,გასაგებია ლა ლიგის ხელმძღვანელობა ,კულტურულად რომ ვთქვათ ვერ ართმევს მის მოვალეობას თავს, სულ სხვა სისტემა მუშაობს,თქვენ წარმოიდგინეთ ბარსამ ან რეალმა 20 -20 % აქცია რომ გაიტანონ ბირჟაზე რა თანხა შემოუვათ?ის ფეხბურთი 20 წლის წინ რომ იყო აღარ დაბრუნდება,დღეს გრანდები ერთმანეთს ფულის მეშოკებით ეტოლებიან, სპორტი მეორეხარისხოვანი გახდა
გნიდა ტებასი მოაშორეთ მერე ლა ლიგას.
აშკარად ცუდადაა საქმე ესპანეთში. მაგიტომ გაახსენდათ ქართველი ფეხბურთელები
ეს ბატარია დარასელი რა პონტია?
ლა ლიგაში რაც ხდება, ალბათ, ყველაზე კარგად ის გამოხატავს, რო, როცა ინგლისში ათეულს მიღმა მყოფი გუნდი თავისუფლად ხარჯავს, თუნდაც 30 მილიონს, აქ ათეულში მყოფებიც კი შემადგენლობის შენარჩუნებაზე ფიქრობენ. ჩაყვინთა, სამწუხაროდ, ლა ლიგამ და მოუწევს ასე ყოფნა რამდენიმე სეზონი, მინიმუმ იქამდე სანამ რეალი&ბარსა არ დადგენიან ფეხზე. ევროპა ლიგაზე კი მიდიან ისე შედარებით კარგად 😃