Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ნიკო გონსალესის შემდეგ, მომდევნო ტალანტები, რომლებსაც “ბარსელონაში” დებიუტი ექნებათ, გავი და იუსუფ დემირი იქნებიან.
17 წლის გავიმ პრესეზონის მიმდინარეობისას ყველას აჩვენა, რომ მასზე ბევრად გამოცდილ ფეხბურთელებთან გამკლავება შეუძლია. დემირმა კი, რომელიც იდეაში “ბარსა ბ-სთვის” შეიძინეს, საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, რის გამოც რონალდ კუმანის ნდობა მოიპოვა.
რაც შეეხება ნიკოს, მისი დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში, “სოსიედადთან” შეხვედრაში შედგა – გონსალესი მატჩში სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ჩაერთო.
“ბლაუგრანას” შემდეგი დაპირისპირება 21 აგვისტოს, “სან მამესზე”, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ ელის.




არ ეშინიათ ამ ომის
Omi elodebat bichebs.warmatebebi
ძალიან მაგარი ბიჭები ყავს ბარსას და ამით მაინც შეუძლია იამაყოს. ბილბაოსთან თამაში უფრო კარგად მოგვცემს გუნდის შეფასების საშუალებას
მაგარი იქნება ამათი დებიუტი…
ეს მატჩი ბევრ რამეს გაარკვევს, ყველაზე მებრძოლ გუნდთან გვიწევს თამაში.
პუჩი უნდა ათამაშოს კუმანმა აუცილებლად!!!