workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იმედოვნებს, რომ პედრი სექტემბრის სანაკრებო პაუზისას დასვენებას შეძლებს

ბარსელონა იმედოვნებს, რომ პედრი სექტემბრის სანაკრებო პაუზისას დასვენებას შეძლებს

ჟურნალისტ ედუ პოლოს ინფორმაციით, “ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველს, პედრის სექტემბრის სანაკრებო პაუზისას ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახებენ.

როგორც ზემოხსენებული წყარო იუწყება, “ბარსას” სურს, ძალიან დატვირთული სეზონის შემდეგ, გონსალესმა საბოლოოდ დაისვენოს და 2-კვირიანი შვებულება აიღოს.

18 წლის ფეხბურთელმა 2020/21 წლების სეზონში, საკლუბო მატჩების შემდეგ, მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატსა და ტოკიოს ოლიმპიადაზე მიიღო. ჯამში, პედრის 73 შეხვედრა დაუგროვდა, რაც გასული სეზონის სარეკორდო მაჩვენებელია – მეორე ადგილზე, 72 თამაშით, “მანჩესტერ იუნაიტედის” შუახაზელი, ბრუნო ფერნანდეშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:30

    რატო იმედოვნებს ადგეს ორნივე ერთგან წერს რომ მკითხოს ვუთხრა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რიკოთის უღელტეხილის საკითხის მოგვარებაა

  • Bakero
    schedule 15 აგვ 2021, 21:49

    არა არა არ დაისვენო ! უხერხულია უკვე დასვენება მაგის დედა ვატირე :))))

  • MARI=BARCA-fan
    schedule 15 აგვ 2021, 20:33

    რა პრობლემაა, პირდაპირ ენრიკეს სთხოვონ, ბარსას უარს არ ეტყვის

  • Ronaldinho..
    schedule 15 აგვ 2021, 20:25

    ციტატა: cezo45
    მერე გამოაცხადეთ რომ ვითომ ტრავმა აქვს და აღარ გამოიძახებენ smile მარა ენრიკეც არამგონია ეგეთი ხისთავა იყოს რომ დასვენების საშუალება არ მისცეს პედრის ბოლოსდაბოლოს ბარსელონელია ისიც

    ციტატა: Kun agüeroooo
    გაეშვათ ერთი 20 დღე შვებულებაში პროდიქტიულობა ექნება 0 ტიპი ძლივს იდგა ფეხზე ოლიმპიადაზე


    ბარსელონაში როცა დაბრუნდა უთხრა კუმანმა დაისვენეო და თვითონ პედრიმ უარი თქვა დასვენებაზე


    აი უარი უთხრა რას ნიშნავს???
    ვინ ეკითხება ამას რაც უთხრეს უნდა გაეკეთებინა,ან ჭორია ეგ და დანაკლისის გამო იფიქრეს სანაკრებო პაუზებამდე გამოვიყენებთო ან ძააან არაპროფესიონალი ჯგუფია მართლა ეს შტაბი რასნიშნავს 18 წლის ბიჭმა არაო და კაიო თუ ვერ გავიგე ტო

  • azulgerana
    schedule 15 აგვ 2021, 19:59

    ითამაშოს. ეხლა მოასწროს ჯობია

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2021, 19:13

    "ჟურნალისტ ედუ პოლოს ინფორმაციით, "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველს, პედრის სექტემბრის სანაკრებო პაუზისას ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახებენ".
    გეგონოთ თქვენ, ენრიკე ამას სანამ მოედანზე არ არ დაეცემა, გუნდიდან არ გაუშვებს. ძლივს ტრავმებისკენ არ მიდრეკილი ბავშვი ნახეს და ხო უნდა მოასპონ საბოლოოდ. მერე რა რო ბარსას მოაკლდება, სამაგიეროდ ესპანეთის ნაკრებს განადიდებს.

  • cezo45
    schedule 15 აგვ 2021, 17:22

    მერე გამოაცხადეთ რომ ვითომ ტრავმა აქვს და აღარ გამოიძახებენ smile მარა ენრიკეც არამგონია ეგეთი ხისთავა იყოს რომ დასვენების საშუალება არ მისცეს პედრის ბოლოსდაბოლოს ბარსელონელია ისიც

    ციტატა: Kun agüeroooo
    გაეშვათ ერთი 20 დღე შვებულებაში პროდიქტიულობა ექნება 0 ტიპი ძლივს იდგა ფეხზე ოლიმპიადაზე


    ბარსელონაში როცა დაბრუნდა უთხრა კუმანმა დაისვენეო და თვითონ პედრიმ უარი თქვა დასვენებაზე

  • Kun agüeroooo
    schedule 15 აგვ 2021, 17:15

    გაეშვათ ერთი 20 დღე შვებულებაში პროდიქტიულობა ექნება 0 ტიპი ძლივს იდგა ფეხზე ოლიმპიადაზე

  • Albicelecte
    schedule 15 აგვ 2021, 17:10

    smiley smiley smiley
    პედრი სანაკრებო პაუზისას დასვენებას შეძლებსო…
    90 წუთი სამივე სეხვედრაში შეუცვლელად ექნება გამოწერილი smiley