“ბარსელონას” მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას დარეგისტრირება “რეალ სოსიედადთან” მატჩის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრეც შეუძლია.
Sport-ის ინფორმაცით, ლა ლიგა შეხვედრამდე ხუთი წუთით ადრე ფეხბურთელისთვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების უფლებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს შესაბამის მატჩში მონაწილეობის საშუალება ექნება.
“ბარსელონასა” და “რეალ სოსიედადის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

ესეთ ცუდ დღეში თუ ხარ უნდა აიღო კრედიტი
ესეც ახალი კომედია! კარგით რაა! თამაშამდე 5 წუთი რაა არი? ასე თამაშამდე 7 წუთზე და პირობითად 25 წამზე შობეთ რაა! ხელს კი მოაწერთ მარა ქსელმა რო გაჭედოს?
კლოუნები გახდით?!
სადამდე დავეცით, სასაცილო იქნებოდა სატირელი რო არ იყოს. ისა და პერერივზე რო დაარეგისტრირონ მეორე ტაიმისთვის ასე შეიძლება ნეტავ. ნუ თუ ხუთი წუთით ადრე ვერ მოახერხეს, ხანდახან ხო ხდება ასეთებიც.
მოკლედ, ქართველი ერი უნიკალურია, ყველა სიტუაციაზე გვაქვს ანდაზა!
– "ქათამს რომ კვერცხი მოადგება მერე იწყებს კრიახსოო.." მაგრამ..
აქაც მაგრამ .. ქათამი კვერცხს ყველა შემთხვევაში დადებს და აი ლაპორტას რამდენპროცენტიანი შანსი აქვს, რომ პირდაპირ თამაშამდე 5 წუთში დაურეგისტრირონ ფეხბურთელები ნამდვილად არ ვიცი!!!
ბარსას გარდა ასეთი საოცრება პრეზიდენტები და მწვრთნელები მგონი სხვას არავის ჰყავს..