“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს კიდევ ერთი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სურს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ლიონელ მესის წასვლის, სერხიო აგუეროს, ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს ტრავმებისა და მარტინ ბრეითუეიტის გაურკვეველი მომავლის პირობებში, ნიდერლანდელი სპეციალისტი გამტანი შემტევის ნაკლებობას განიცდის.
MD-ს ცნობით, კუმანს “ბარსელონას” რთული ფინანსური მდგომარეობა კარგად მოეხსენება, თუმცა, იმედოვნებს, თუ შესაძლებლობა იქნება, კლუბი მის სურვილს დააკმაყოფილებს.
თავის მხრივ, თავდამსხმელის დასამატებლად “ბარსაც” ყველაფერს გააკეთებს, რისთვისაც გუნდს ჯერ ფეხბურთელების გაშვება მოუწევს.
ამჟამად, კუმანს იმედების დამყარება მხოლოდ გრიზმანზე, დეპაისა და იუსუფ დემირზე შეუძლია. ამ უკანასკნელს საწყის შეხვედრებში ასევე მნიშვნელოვანი როლი ექნება.
წყარო იტყობინება, რომ რეი მანაის დაწინაურების შესაძლებლობაც არსებობს, თუმცა გარკვეული არც მისი მომავალია. ხელსაყრელი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, “ბარსა” 24 წლის შემტევსაც გაუშვებს.

ვეღარ გავიგე, თუ არ დააწინაურეს ახალგაზრდები, თუნდაც მანაის დონისები როგორ უნდა იპოვონ ვინმე ნორმალური, ყველაში 100 მილიონი უნდა ვიხადოთ და მერე ვუუყუროთ როგორ უმაქნისობენ? ეს მანაი რატო უნდა გაყიდო ალბათ 10 მილიონად რო მერე ბრეითვეიტი-2 იყიდო 40-ად?
აბა დაცვა ყავს გაუვალი და!!! თავდამსხმელი უნდაო😂 წადი თქვენი დედაც…….
ლუის დიასი მოუყვანონ
ტრაკში ვართ!
ბრეითვეიტი და მანაი რო ისაკში გაცვალონ ვერა? :დ
ბარსას დაცვა არასდროს ყოფილა გაუვალი. მაგრამ წელს თავდასხმაც გაგვიჭირდება
კაი რაა ახალწვეულები ხო დაარეგისტრირა და ახლა თუ მოიყვანს ვინმეს რაც მეეჭვება იმას საერთოთ არ უწერია ბარსას მაისურის მორგება..
დემბელეს და აგუეროს იმედზე რათქმაუნდა ვერ ვიქნებით მაგრამ დაცვაში უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს და მაგაზე რატომღაც არავინ ფიქრობს უკვე წლებია :((