“ბარსელონა” ახალგაზრდა თურქი ტალანტის, ემრე დემირის შეძენასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, “ბარსამ” “კაიზერისპორს” ოფიციალური წინადადებით მიმართა და 2 მილიონი ევრო შესთავაზა. კლუბი17 წლის ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
15 წლის ასაკში ემრე თურქეთის სუპერ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. მან გასულ სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაატარა.
დემირი ცაცია, ტექინკური ფეხბურთელია და შეტევაში ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის თავდაპირველად “ბარსელონა ბ-ში” ჩაირიცხება.
MD-ს ცნობით, თურქმა “ლა მასიაში” ბედი ბავშვობაში ერთხელ უკვე ცადა, თუმცა წარუმატებლად.




დაარქვეს უკვე ახალი ნეიმარი?
დიდი თურქობა კამპ ნოუზე