workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერსონის ინტერვიუ BarçaTV-სთან

ემერსონის ინტერვიუ BarçaTV-სთან

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ემერსონ როიალმა BarçaTV-სთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:

ამ ქალაქის გაცნობით მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ბარსელონა ძალიან კარგია. ასეთ ქალაქსა და ასეთ გუნდში გადმოსვლა ჩემი ოცნება იყო. 
“ბარსაში” წარმატების მიღწევა მსურს. ასეთი მასშტაბის გუნდში, უბრალოდ კარგად თამაში მინდა.
რატომ როიალი? ეს ზედმეტსახელი ჩემმა მამიდამ დამარქვა, როდესაც პატარა ვიყავი, რადგან ბავშვობაში ბევრს ვტიროდი და პირს ხშირად ვაღებდი, როგორც ჟელე “სამეფო ბრენდიდან”.
ფაველაში (ღარიბი უბნების ზოგადი სახელწოდება ბრაზილიაში) ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეგიძლია, რასაც მოისურვებ. ბურთთან ერთად ჩემი პირველი მოგონებები სწორედ ფაველას უკავშირდება, როდესაც ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ არ ვიცოდი. თამაში სწორედ აქ ვისწავლე.
“პონტე პრეტაში” ფეხბურთელებისა და მწვრთნელისგან ბევრი ვისწავლე. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რომელიც “ბარსელონაში” მოხვედრაში დამეხმარა.
“ატლეტიკო მინეიროში” გავიზარდე, როგორც პიროვნება და ვისწავლე, რომ ფეხბურთში კარგი და ცუდი მომენტები არსებობს.
“ბეტისში” თამაში ლა ლიგასა და ქვეყანასთან ადაპტაციაში დამეხმარა. ამან “ბარსაში” მოხვედრაშიც შემიწყო ხელი.
“ბეტისში” დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. მთელი მატჩის განმავლობაში უფრო კონცენტრირებულად ყოფნა ვისწავლე. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა, რადგან აქ გავიზარდე, როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი.
დანი ალვესს ველაპარაკე და მან რამდენიმე რჩევა მომცა. მის სტილს ბავშვობიდან მივყვები. დანის მისი პიროვნებისა და კლასის გამო ვაღმერთებ. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და დიდებული ადამიანია.
ოჯახთან ერთად სახლში ყოფნა და Play Station-ზე თამაში მიყვარს. ბედნიერი და მხიარული ოჯახი მყავს.
კარგ ხასიათზე ყოფნა ჩემი მთავარი ღირსებაა. თუ შეცდომას ვუშვებ, ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ვარ, წაგება არ მიყვარს. 
ოცდაათამდე ტატუ მაქვს. ყველაზე გამორჩეულია ჩემი ძმის ტატუ და კიდევ ერთი, რომელიც მახსენებს, რომ წარმოშობით ფაველადან ვარ.

“ბარსელონამ” ემერსონი მიმდინარე ზაფხულში “ბეტისიდან” დაიმატა. ბრაზილიელმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    schedule 11 აგვ 2021, 13:46

    ლა ლიგაში ბოლო 2 წლის მონაცემებით მცველებიდან ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ამან და ალბამ მიიღეს. სტატისტიკა კარგია და იმედია ბარსაშიც დიდ ამბებს დაატრიალებენ

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2021, 13:34

    ამის გაფორმებაც ჭირს არა ჯერჯერობით?

    ციტატა: Maradona
    თუ ძმახარ არ გინდა ეგ ფლეისთეიშენი გვყავს უკვე იგროკები მაგისი.


    ისე მაგ ამბავში არ დაუძმაკაცდეს დემბელეს თორემ ალბათ ესეც ჰოსპიტალში გადავა რო სულ დემბელესთან ერთად იყოს და თამაშს არ მოცდნენ.

  • azulgerana
    schedule 11 აგვ 2021, 13:06

    scream საცოდავი ბარსა

  • Maradona
    schedule 11 აგვ 2021, 11:02

    თუ ძმახარ არ გინდა ეგ ფლეისთეიშენი გვყავს უკვე იგროკები მაგისი.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 11 აგვ 2021, 10:00

    ასეა, ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, შეცდომა თუ არ დაუშვა, ვერ მიხვდება რა აქვს გამოსასწორებელი, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ეს გამონათქვამია:- "ჭკვიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს, სულელი კი თავისზე"!!!
    წარმატებებს გისურვებ, იმედია ცოტათი მაინც დაემსგავსები დანის და შენი ასაკიდან გამომდინარე მინიმუმ 5-6 წელი მაგ ფლანგზე პრობლემას მოხსნი, ისე კი ძალიან მეიმედები და რა ვიცი, ვნახოთ!!!

  • Giorga
    schedule 11 აგვ 2021, 09:42

    ეს დესტს გაააშვებინებს კუმანს