Sport-ის ცნობით, “ტოტენჰემიდან” ჰარი კეინის პოტენციურმა წასვლამ, შესაძლოა, ინგლისურ კლუბში მარტინ ბრეითუეიტის გადასვლას შეუწყოს ხელი.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, “დეზები” ორი თავდამსხმელის შეძენას აპირებენ, ერთ-ერთი კი, შესაძლოა, სწორედ დანიელი შემტევი იყოს.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, “ბარსა” 30 წლის მოთამაშის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს “ვესტ ჰემთანაც” აწარმოებს, თუმცა, “სპურსის” მხრიდან დაინტერესების შემდეგ, ფეხბურთელმა, საკუთარი მომავლის გადასაწყვეტად დრო მოითხოვა – მას ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდში გადაბარგების პერსპექტივა უფრო ხიბლავს.
აშკარაა, რომ “ბლაუგრანას” მიზანი ბრეითუეიტის გასხვისებაა. მარტინის კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.

ეს უეჭველი დროზეა გასაყიდი თორე მერე ამის რჩენა მოგვიწევს.
მორიბაც თუ გაყიდეს 30 მილიონად, მერე პიანიჩი, უმტიტიც თუ გაუშვეს ჰალანდის საყიდელი ფული არ შეგროვდება ვითომ??
ეხლახანს წავიკითხე აგუეროს ტრამვის გამო ბარსა თავდამსხმელს ეძებსო. ანუ ეხლა ამას გაყიდიან 15 მილიონად და მერე ვიღაცას მოიყვანენ 40-მილიონად?