რამდენით შეივსება “ბარსელონას” ბიუჯეტი 15 აგვისტოს “სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის “კამპ ნოუზე” გულშემატკივრების დაშვებით? სავარაუდოდ, არც არაფრით!
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ “ბარსელონას” სტადიონზე 29 803 გულშემატკივრის დაშვების უფლება მისცა. “ბლაუგრანას” გადაწყვეტილებით ამ ბილეთების 15%-ს თავად კლუბი აითვისებს, დანარჩენი 85% კი გასაყიდად გამოვა.
ბილეთის მოთხოვნის უპირატესი უფლება იმ პირებს აქვთ, რომლებიც სეზონურ აბონემენტებს ფლობენ. მათთვის რეგისტრაცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნამ ბილეთების რაოდენობას გადააჭარბა, ლატარია გაიმართება.
წლიური აბონემენტის მფლობელებისთვის ბილეთი უფასოა, მათ მთელი წლის ფული წინასწარ აქვთ გადახდილი. თუმცა საქმე ისაა, რომ “ბარსა” მიმდინარე სეზონში დიდ ფინანსურ მოგებას ვერც აქედან ნახავს, რადგან ვისაც გასულ სეზონში ჰქონდა სეზონური აბონემენტი, მათ კლუბი უფასოდ უხანგრძლივებს.
“ბარსელონას” სეზონური აბონემენტის ყველაზე მეტი მფლობელი ჰყავს. 2019/20 წლების სეზონში მათმა რაოდენობამ 85 ათასს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 25 ათასი ბილეთი მათ სრულად აითვისონ და გასაყიდად აღარაფერი დარჩეს.

მოკლედ ფინანსები არსაიდან რჩება
ძაან ბევრს გამოიმუშავებს
ხო ასეა, ჩემი შვილი ცხოვრობს ვიტორიაში და ალავესის აბონემენტი აქვს. იქაც ვისაც დასწრება უნდა განცხადება შეაქვს და მერე ლატარიაში უთამაშებენ ადგილს. ისე იქ სტადიონი სულ 15 ათასიანია და საერთოდ თითებზე ჩამოსათვლელია მაყურებლების რაოდენობა.