გუშინ, გამპერის თასის ეგიდით, “იუვენტუსთან” გამართულ შეხვედრაში, რომელიც “ბარსელონამ” 3-0 მოიგო, კატალონიური კლუბის ფრანგ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა უსტვინეს.
აღნიშნული ფაქტის გამო, მატჩის დასრულებისთანავე, წარმოშობით კამერუნელი პირდაპირ გასახდელი ოთახისკენ გაემართა, შემდეგ კი მომხდარს Instagram-ის მეშვეობით გამოეხმაურა:
ზოგჯერ, სჯობს, არაფერი თქვა და სიჩუმეს მისცე უფლება, ყველაფერზე თავად იზრუნოს.
როგორც ცნობილია, 27 წლის უკანახაზელი, გუნდის სურვილის საწინააღმდეგოდ, წასვლას არ აპირებს და არც ხელფასის შემცირებაზეა თანახმა. შესაბამისად, ქომაგები მას ლეო მესის ვერდარეგისტრირებაშიც ადანაშაულებენ.
უმტიტის “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.




რა უნდა თქვა რა გაქვს სათქმელი. ფუნა ხარ და მეტი არაფერი.
ითამაშოს მაინც ამ ჩემისამ იმ დონეზე ცოტა ხანი, გუშინ ვერ იყო დამაჯერებელი ესეც როიალივით ურევდა(ასაწყობი როიალივით)
მართალია ჯობია ჩუმად ეგდო შე ღორო და ბევრს ნუ ტლიკინებ
წასვლა არ უნდა გასაგებია ბარსადან მარსელში ან ლიონში გადასვლა უკან გადადგმული კარიერული ნაბიჯია, მაგრამ ხელფასი რო უნდა შეიმციროს ამას ვერ ხვდება დავიჯერო? 12 მილიონისას 3 წელია არაფერს აკეთებს
დავაი გაასხი აქედან…
თქვი რაა 🤬🤬🤬🤬😂😂😂შენ რა უნდა თქვა 🤬 უთქმელად რო წახვიდე გულში დაგვრჩება შენი სიტყვები😂🤬😂🤬