workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დამშვიდობება მარტივი არასდროს იქნება – ლეო მესი ინსტაგრამზე

დამშვიდობება მარტივი არასდროს იქნება – ლეო მესი ინსტაგრამზე

ლიონელ მესიმ პრესკონფერენციის გამართვის შემდეგ, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და “ბარსელონას” ამ გზითაც დაემშვიდობა:

ვისურვებდი, სხვანაირად წავსულიყავი, მაგრამ მესმის, რომ არასდროს შეიძლება, დამშვიდობება სასიამოვნო იყოს. დარჩენით მოხარული ვიქნებოდი – ამ მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა საბოლოოდ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია ყველასთვის, ვინც მრავალი წლის განმავლობაში კლუბში ჩემთან ერთად ერთიანდებოდა, ფანებისთვის, რომელთაც თავიანთი სიყვარული მაჩვენეს, რომელთათვისაც ამის უკან დაბრუნებას ვცდილობ. ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე. მივდივარ, მაგრამ ეს არ არის ნახვამდის, მხოლოდ დროებით. წინ ბარსა!!!
[media=https://www.instagram.com/p/CSUY2lisL5K/?utm_medium=copy_link]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • azulgerana
    schedule 10 აგვ 2021, 03:12

    არა რა მარტივი. ხო არ ღადაობ ჩემი. disappointed_relieved

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2021, 10:34

    ციტატა: azulgerana
    არამგონია კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელია დაიწყოს. ეს არაა მესის საქმე დამიჯერეთ 🤣


    ლეო მწვრთნელი? არ არის სამაგისო კაცი. ეს ვერავის დაუყვირებს ისე კი მწვრთნელი ვერ გამოვა.

  • azulgerana
    schedule 09 აგვ 2021, 05:12

    არამგონია კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელია დაიწყოს. ეს არაა მესის საქმე დამიჯერეთ 🤣

  • MARI=BARCA-fan
    schedule 09 აგვ 2021, 00:04

    ციტატა: La Pulga10
    MARI=BARCA-fan,
    მწვრთნელად მეეჭვება,უფრო სპორტულ დირექტორად ან მსგავს თანამდებობაზე,თან მაგ დროს უკვე შაკირიჩიც იქნება ალბათ.შეიძლება ბარსა ბ ჩაიბაროს.


    მეც ვფიქრობ რომ ლა-მასიას ჩაიბარებს, როგორ დახვეწავს ბავშვებს,! რამხელა გამოცდილება აქვს, 21 წელი ბარსას ფეხბურთელობა,, თუ ვინმე იყო კიდევ ოდესმე ამდენი წელი ერთ გუნდში- მარტო ფრანჩესკო ტოტი მახსენდება რომაში, მგონი 22 თუ 23 წელი იყო ეგეც.
    ამას როგორ ვიფიქრებდი რომ ლეოს გუნდიდან გ ა ა გ დ ე ბ დ ნ ე ნ.. გააგდებდნენ ადამიანს, რომელმაც ბარსას ამაგი ათმაგად დაუფასა, 1-2 წელიც და თვითონვე წავიდოდა, ეს ერთადერთი "გენიოსი-მოვლენა" იყო, ისიც ბარსას ჰყავდა და ვერ (არ) გაუფრთხილდნენ.!
    ამისთვის დაისჯები ლაპორტა!!! ისე არ მოხდეს რომ ბართოს მიუჯდე გვერდზე საკანში..და როგორ მესიამოვნება!
    angry rage angry

  • Jemo-barca
    schedule 09 აგვ 2021, 00:02

    მომენატრები ლეგენდავ ❤️

  • lesane C
    schedule 08 აგვ 2021, 22:31

    ციტატა: Griezzy7
    ტიპს რა გაუკეთეს და ყველაფერი რაკარგად ილაპარაკა, ზედმეტი არავისზე არაფერი უთქვამს. ფეხბურთელზე უკეთესი ადამიანია ლეო heart_eyes heart_eyes heart_eyes

    იმედია მართლაც დაბრუნდები ფეხბურთელის რანგში თუ არა კლუბში რამე თანამდებობაზე heart_eyes


    ლეო ჩვენი ჯიგოა <3

  • njanka1977
    schedule 08 აგვ 2021, 21:51

    ეეეჰ, ლეო, იძახდნენ ლეოს ბოლო თამაშიაო ლა ლიგის ბოლო ტურში და მართალი ყოფილა. რაღაც ხდებოდა, წინასწარ რაღაც იცოდა ვიღაცამ. საიდან? როგორ? ამ დროს გვატყუებდნენ აი, ნეიმარი ბრუნდებაო, აი. . 100 მილიონი… აი 200 მილიონი ამისთვის. გაგვიკეთეს ბალასტი თავის კოუტინიოებიან, დემბელეებიანად ერთადგილას. ☹️

  • KING_BARCA
    schedule 08 აგვ 2021, 21:48

    მინდა რო წარმოვიდგინო და ვერ წარმომიდგენია რას განიცდის… ამდენი წლები ამდენი ისტორია, ამდენი მოგონება, თითქმის ცხოვრების ყველაზე აზრიანი მომენტი და დრო გაატარა აქ, და ეხლა მიდის იმიტო კიარა რო წასვლა უნდა, მიდის იმიტო რო ვერ დატოვეს და დარჩენა უნდა… საშინელი რაღაცაა ეს, არვიცი რაქვია ამას….

  • La Pulga10
    schedule 08 აგვ 2021, 21:26

    MARI=BARCA-fan,
    მწვრთნელად მეეჭვება,უფრო სპორტულ დირექტორად ან მსგავს თანამდებობაზე,თან მაგ დროს უკვე შაკირიჩიც იქნება ალბათ.შეიძლება ბარსა ბ ჩაიბაროს.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 08 აგვ 2021, 21:01

    აბა როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მისი "არ გემშვიდობებით?" რა ამპლუაში შეიძლება მოგვევლინოს მეფე?!!!

    — "მე მივდივარ, მაგრამ არ გემშვიდობებით, დროებით. ვისკა ელ ბარსა!" – დაწერა არგენტინელმა მეგავარსკვლავმა.

  • JasoN
    schedule 08 აგვ 2021, 20:38

    ერთი ბარსელონური ეპოქაც დაიხურა!!! მადლობა ყველაფრისთვის და დაველოდოთ შემდგომ სიხარულს ( თუმცა ამ შემადგენლობიდან ნაკლებად ) პედრის ფატის და კიდევ რამოდენიმეს იმედი ვიქონიოთ

  • La Pulga10
    schedule 08 აგვ 2021, 20:37

    ადამიანი,კაცს უყვარს ბარსელონა.

  • nik41
    schedule 08 აგვ 2021, 20:37

    მასშტაბით, რომელიც ყველაზე ბევრ თანხას ხარჯავს ხელფასებში.

    1. "პსჟ" – 572 მილიონი ევრო

    2. "რეალი" – 431 მილიონი ევრო

    3. "ბაიერნი" – 315 მილიონი ევრო

    4. "მან. სიტი" – 313 მილიონი ევრო

    5. "იუვენტუსი" – 236 მილიონი ევრო

    ამ ინფორმაციას, mirkonicolino ავრცელებს ( ეს სტატისტიკა მართალია ?