ლიონელ მესის “ბარსელონადან” წასვლა თანაგუნდელებისათვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.
მას შემდეგ რაც არგენტინელის კლუბის დატოვების ამბავი გაირკვა, მოთამაშეები ლეოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული განცხადებებით გამოემშვიდობნენ.
სერხიო ბუსკეტსი: “შენ მაშინ მოხვედი, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყავი და აქაურობას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის სახელით ტოვებ. კლუბი აიყვანე უდიდეს სიმაღლეებზე და წარმატება გუნდურ და ინდივიდუალურ დონეზე მოიპოვე. მე შენ და შენს ოჯახს მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. მოგვენატრები.”
სერხიო ბუსკეტსი ლეოს სახლშიც სტუმრობდა და იქიდან 3 საათის შემდეგ წამოვიდა.
ანსუ ფატი: “ლა მასიაში” გაზრდილი ბიჭები ყოველთვის შენთან ერთად თამაშზე ოცნებობდნენ. თავს იღბლიანად ვთვლი, რადგან მე ეს მოვახერხე. მინდა მადლობა გადაგიხადო ერთად გატარეული 2 წლისთვის, ჩემს მიმართ შენი ამაგისა და შენგან მიღებული ცოდნისთვის. მე და ჩემი ოჯახი მუდამ მადლიერი ვიქნებით.”
ფილიპე კოუტინიო: “მადლობა ყველაფრისათვის. შენთან ერთად თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მადლიერი ვარ, იმით თუ როგორ გვექცეოდი მე და ჩემს ოჯახს ამ დროის განმავლობაში. მომავალში დიდ წარმატებას გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოთ შენ და შენი ოჯახი.”




ამას მერე მიხვდებიან, როცა ლეო ალვესის რეკორდს მოხსნის რომელსაც მე მგონი 39 ტიტული აქვს, ლეოს კი ჯერჯერობით 34. აი პსჟ-ში დავიჯერო ყოველ წელს ჩემიონატს და თასს ვერ მოიგებს ნუ + სუპერთასს. მაგრამ უბედურებაა ეს ალვესიც რო არ მიდის და ეხლა კიდევ ერთი ფინალი ელოდება ოლიმპიადაზე.
აი ასეთი ფასი აქვს ყველა დროის საუკეთესოს.
ძნელად დასაჯერებელი, მაგრამ ეს უკვე გარდაუვალი და გადაწყვეტილია.. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ თავად არ უნდოდა ეს.. ლა ლიგის რეგულაციის ბრალია თუ ხელმძღვანელობის ამასაც აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.. საკმარისი დრო ჰქონდათ და ვერ/არ გამოიყენეს. სუარესის "გაგდებით" როგორც დაისაჯა კლუბში და ლა ლიგა პირადად მოიგო ურუგვაელმა, მესის შემთხვევაში უარესი მოელის ფინანსურადაც და ისედაც..
მე მაინც ამ აზრზე ვარ და ვიქნები – პირველ რიგში კლუბის ბრალია! ბართომეუს დროს დაიწყო ეს მარაზმი.. იმედია მომავალ წელს სეგუნდაში გავარდებიან.. გულშემატკივარს ასე არ უნდა ატკინო გული. პირადად კუმანის & დემბელეს ბარსელონას კარგს ვერაფერს ვუსურვებ..
კარიერულად მესისთვის უკეთესია ბოლო წლების პსჟ-ში გატარება, ვიდრე ხისთავას ნახირში