სერხიო ბუსკეტსის შემდეგ ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი პოსტი ჩავი ერნანდესმაც მიუძღვნა. ყოფილმა თანაგუნდელმა 34 წლის არგენტინელს მადლობა გადაუხადა და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
როგორც კულეს, პარტნიორსა და მეგობარს, შემიძლია მხოლოდ მადლობა გადაგიხადო იმ ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის გააკეთე.
რაც არ უნდა გააკეთო მომავალში, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
რაც არ უნდა გააკეთო მომავალში, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
– დაწერა ჩავიმ.
ჩავისა და ლეო მესის პარტნიორობა “ბარსელონას” პირველ გუნდში 2004-დან 2015 წლამდე გრძელდებოდა. ლეგენდარულ ფეხბურთელებს ისტორიული ფორმაციის გუნდში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავათ.

ესე იგი არ ეწერათ ამათ ერთად მუშაობა როგორც მწვრთნელს და შეგირდს.
დარჩენილი სამი ძველი გვარდიელიც წავა მომავალ წელს და ჰე შენ უნდა გამოიქცე უეჭველი თუ კუმანის ხელში წელსაც ჩაისვარა გუნდმა.
მაგ წლების მერე ჩაიმუხლა მესიმაც.