ხვალ “ბარსელონა” “მერსედეს ბენც არენაზე” პრესეზონის მესამე ამხანაგურ შეხვედრას “შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართავს.
Sport-მა ამ თამაშის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, სადაც ახალწვეულებიდან მხოლოდ მემფის დეპაის ვხედავთ. ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ ხვალ მემფის დეპაისათვის პირველი მატჩი იქნება, სადაც ნიდერლანდელი ძირითადიდან დაიწყებს.
სავარაუდო XI შემდეგნაირად გამოიყურება:
ნეტუ, დესტი, ლანგლე, პიკე, ბალდე, ნიკო გონსალესი, დე იონგი, სერჟი რობერტო, დემირი, გრიზმანი, მემფისი.
გერმანულ ტურნეს კატალონიელები “შტუტგართან” შეხვედრით იწყებენ, მეორე მატჩს ისინი 4 აგვისტოს “ზალცბურგის” წინააღმდეგ გამართავენ. ლა ლიგის დაწყებამდე კი ბოლო მატჩი გამპერის თასის შეხვედრა იქნება, სადაც “ბარსა” “იუვეს” იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.



Griezzy7,
კაი შედეგი იქნება
და რა მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს სავარაუდოდ, ვინ იქნება ძირითადში. მთავარი ხო ყველა ფეხბურთელის გამოცდაა, ნუ შეგვიძლია "წამსვლელები" დავასვენოთ, მაგრამ ვაი რო ასეთები არ ჩანან.
პენია – კომასი, უმტიტი, დესტი, ბალდე – გონსალესი, დე იონგი, დემირი – კოლადო – გრიზმანი, დეპაი.
ოღონდ ლენგლე არაა
რობერტოს მაგივრად პიანიჩი. არაუხოც ძაან მაინტერესებს. დემირი, გავი, ნიკო, ბალდე ამ ბიჭებმა თავი უნდა გამოიჩინონ
მეორე ტაიმში არაუხოც შეიძლება დააყენოს