“ბარსელონამ” ევროპის სუპერ ლიგის პროექტთან დაკავშირებით გამართული სასამართლო პროცესის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის “რეალთან” და “იუვენტუსთან” ერთად კატალონიური კლუბი გადაწყვეტილებით, რომელიც UEFA-ს ავალდებულებს, სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ ყველანაირი მოქმედება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, სრულ კმაყოფილებას გამოთქვამს.
გადაწყვეტილების მიხედვით პროექტის ინიციატორ 12 კლუბს UEFA-ს სანქციები და სასჯელი არ შეეხება.
სასამართლო ეთანხმება მომჩივანი კლუბების მოთხოვნას, რომ ევროპულ ფეხბურთში UEFA-ს ხელმძღვანელების მიერ დაკავებული მონოპოლისტური პოზიცია და შესაბამისი ქმედებები ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ იქნეს განხილული. ამას, შესაძლოა, ფინანსური სანქციები და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვეს.
გარდა ამისა, “ბარსელონა” მზადყოფნას გამოთქვამს, სუპერ ლიგის პროექტზე კონსტრუქციულ და კოოპერატიულ გარემოში მუშაობა განაგრძოს.




კაი აზრია რომ ეს რა თქმა უნდა
"სასამართლო ეთანხმება მომჩივანი კლუბების მოთხოვნას, რომ ევროპულ ფეხბურთში UEFA-ს ხელმძღვანელების მიერ დაკავებული მონოპოლისტური პოზიცია და შესაბამისი ქმედებები ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ იქნეს განხილული"
აი ძირითადი თემა, რაზეც უნდა იმუშაონ კლუბებმა, ან უეფა მოეშვას მონოპოლისტობას და გუნდებთან უფრო ლოიალურად მოიქცეს ან სასამართლომ აიძულოს ამ ყველაფერზე წასვლა. აი ამის მერე კიდევ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი.
რამდენი ბროლის ბუ გაქვს ჯიგარო
ვინც ამ სუპერ ლიგას ეთანხმება ვერ აზროვნებს საერთოდ, თან გავიდნენ გუნდები ამხელა ამბები ტყუილად იყო ამტყდარი? რეალი, ბარსა და იუვე მარტო ეს სამი გუნდი რას იზავს?
ეს ყ.ეობა იმედია არასოდეს განხორციელდებაა!