“ბარსელონას” ფრანგ გარემარბთან, უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში წინსვლა შეინიშნება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ჟურნალისტ გაბრიელ სანსის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, თუმცა “ბარსა” ოპტიმისტურადაა განწყობილი.
“ბლაუგრანაში” დემბელეს განსხვავებული პროფილის მოთამაშედ მიიჩნევენ, რომელიც გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
24 წლის შემტევის მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წელს იწურება. “ბარსას” ფრანგისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება მისი უფასოდ დაკარგვის თავიდან ასაცილებლადაც სურს.
MD-ს ცნობით, კატალონიელები უსმანს დიდ თანხას არ შესთავაზებენ, ამიტომ მას მცირე ანაზღაურებაზე დათანხმება მოუწევს.

Hope so too but still waiting for
და რაში გამოიხატება წინსვლა, თუ ვერაფერზე მორიგდნენ, იმაში რო იმ შლანგს დრო გაყავს?
ლაპორტა გაუხანგრძლივებს და ააცმევინებს დამბოს
გაუფორმებენ და შემდეგ წელს გააგდებენ სავარაუოდოდ გუნდიდან ძაან კაი
ხოდა შეიმციროს ხელფასი და დაეგდოს ზამენაზე ყიდვით ამას ვერ ვყიდით და
მთავარია ეგ დათანხხმდეს, ლაპორტას ოპტიმიზმი არაფერს შველის.