გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟოან გამპერის სახელობის თასზე “ბარსელონა” “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გულშემატკივართა 20% დასწრება იქნება ნებადართული.
Sport-ის ინფორამციით, “ბლაუგრანა” ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ფანების დასაშვებ რაოდენობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. კლუბი დარწმუნებულია, რომ სტადიონის ტევადობის 50%-ის დაშვება შეიძლებოდა და ეს რისკის შემცველი არ იქნებოდა.
რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, “ბარსასთვის” ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავარია რეალს დაუდგენ გვერდში ვინ ფიქრობს ბარსაზე
მერე ვის ადარდებს ბარსას უკმაყოფილება ესპანეთში.
იმედია ამოვძვრებით რამენაირად ამ ჭაობიდან
ცოტა მაყუთი მაინც მოიხოდება,სტაფს მაინც გადაუხდის ხელფასებს.