სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლა მასიას” ყოფილი ფეხბურთელი, კაის რუის-ატილი პსჟ-ს ტოვებს და “ბარსელონაში”თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრუნდება.
L’Equipe-ს ცნობით, ფრანგი ტალანტის შეძენა “ნიცასა” და გერმანულ კლუბებს სურდათ, თუმცა მან “ბლაუგრანაში” დაბრუნება არჩია – რუის-ატილი გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
18 წლის ნახევარმცველმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” აკადემია 2015 წელს, FIFA-ს ბანის გამო (რომელიც კლუბს ახალგაზრდა მოთამაშეების არაკანონიერი გზით გაფორმების გამო დაედო) დატოვა.
წარმოშობით მაროკოელი “ბარსას” სისტემაში 2009/15 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდა და 2020 წელს პროფესიონალური კარიერაც დაიწყო.
მოათრიეთ 3 მილიონად არის შეფასებული რაიცი რას შვება ერთი ორი მატჩი ათამაშეთ და ხეირი თუ გერ შეატყოთ დუბლებში გაამწესეთ ისე წესით 18 წლის ბიჭია და ნიჭიერიცაა პესეჟეს პირველ გუნდში მოხვდა და თან ბარსას აკადემიააქვს გამოვლილი და უნდა შეეცადოს რამის დამტკიცებას როგორც პედრი რაიცი რა ხდება…
გაყიდიან ალბათ, ნახ.დაცვა ისედაც გადაჯეჯგილია!
აზრზე არა ვარ ეს როგორია და რა პოტენციალი აქვს