ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდს სერჟი მილა უხელმძღვანელებს.
აღნიშნული პოსტი ცოტა ხნის წინ ფრან არტიგამ დატოვა, ვინაიდან, მან არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მიღებულ სარფიან შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა.
44 წლის სპეციალისტი 11 წლის განმავლობაში ბარსას სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა, 2019 წელს კი “ჟუვენილ A-ს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვიქტორ ვალდესი შეცვალა და ქვეყნის ჩემპიონიც გახადა.
სხვადასხვა დროს არტიგას მიერ გაწვრთნილ გუნდში ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, როგორებიცაა: კარლეს პერესი, კარლეს ალენია, მარკ კუკურელია, რიკი პუჩი, ანსუ ფატი, ერიკ გარსია, ილაიშ მორიბა, ალექს კოლიადო, კონრად დე ლა ფუენტე, მონჩუ, ინიაკი პენია, არნაუ ტენასი და სხვ.
რაც შეეხება მილას, იგი აქამდე სათავეში “ბლაუგრანას” 16-წლამდელთა გუნდს ედგა. როგორც ცნობილია, სერჟის მარკ სერა შეცვლის, ამ უკანასკნელს კი – პოლ პლანასი.
იმედია დონეზე განაგრძობს გუნდის მომზადებას.
ისეთი ფეხბურთელებია ნახსენები დამაიმედებელი კაცი ჩანს ჯერ-ჯერობით
წარმატებები
1 ნავთობის ჭაბურღილი უფეშქაშეს ალბათ.