workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა “ბარსელონა” დატოვა

19 წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა “ბარსელონა” დატოვა

“ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ არტიგამ, რომელიც “ბლაუგრანაში” 11 წლის განმავლობაში მუშაობდა, კატალონიური კლუბი დატოვა.

ფრანკ არტიგა 11 წლის განმავლობაში “ბარსელონას” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა. 2019 წლის ოქტომბერში მან 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიქტორ ვალდესი შეცვალა. არტიგამ გუნდს ზედიზედ 11 თამაში მოაგებინა, რისი წყალობითაც “ბარსა” ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

“ბარსელონამ” დაადასტურა, რომ ფრან არტიგამ კლუბი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მას არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან აქვს შეთავაზება, რომელზეც უარი ვერ თქვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არტიგას ადგილს სერჟი მილა დაიკავებს, რომელიც ამჟამად “ბარსას” 16 წლამდელთა გუნდს წვრთნის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2021, 18:23
    #4

    ალბათ ნამდვილად მაღალ ანაზღაურებას შეპირდნენ, თორემ ბარსა წარმატებულ მწვრთნელს რატომ უნდა მიეტოვებინა არაბეთის გულისთვის.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 24 თებ 2021, 17:38
    #3

    ასეთია ადამიანის ბუნება სადაც უფრო დიდი ანაზღაურებაა იქითკენ მიიწევს.აღარ აქვს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა დროს რამდენ ხანს იმუშავა.

  • C.PC5
    schedule 24 თებ 2021, 17:20
    #2

    რას შვებიან ეს დედამიცენზურებული შეიხები🤬 რატო აყოფინებენ საერთოდ მაგათ ფეხბურთში ცხვირს😡. ვალდესი დააბრუნონ ისევ ჯობია.

  • M10 S9 D11
    schedule 24 თებ 2021, 16:42
    #1

    11 წელი რო მუშაობ შე კაი ადამიანო არაბეთში რა ჯანდაბა გინდა შენც ეხლა ლივერპულის ტრენერობა შემოგთავაზეს აი ფულის დედა ვატირე მე