პიკეს განცხადებით, მომავალ სეზონში კატალონიური კლუბის მიზანი იქნება რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა, ამაში კი მათ დავიდ ვილა დაეხმარება, რომელსაც გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს. პიკემ აღნიშნა, რომ დავიდი საოცარი ფეხბურთელია, თავის საქმის დიდოსტატი.
პიკემ, როგორც მოგეხსენებათ, გამოსცა წიგნი, რომელსაც ჰქვია ” მოგზაურობა იქით და აქეთ”. დავიდ ვილას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენატრი სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციის დროს გააკეთა, როდესაც გულშემატკივრებსა და მკითხველებს ავტოგრაფებს ურიგებდა.
პიკე ასევე , რა თქმა უნდა, შეეხო ცეკს ფაბრეგასის თემას. პიკეს განცხადებით, ის იქნება ძალიან ბედნიერი, თუ ცესკს იხილავს “ბარსელონას” მაისურით.
კატალონიელთა ცენტრალურმა მცველა შემედეგი კომენტარი გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით: “ღმერთმა ქნას, რომ ფაბრეგასი უკვე ამ სეზონში შეურთდეს ჩვენს გუნდს, მოდით დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ასე იქნება. მე ვიცი, რომ მშობლიურ გუნდში დაბრუნება მისი ოცნებაა და ახლა ამ ოცნებასთნა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.”
წყარო: www.barcamania.com
