
“რეალ მადრიდის” მეკარე, იკერ კასილიასი დარწმუნებულია, რომ ვიქტორ ვალდესის ესპანეთის ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში მოხვედრა ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
“ვინსენტე დელ ბოსკემ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ვალდესი შეიყვანა განაცხადში.” – თქვა მადრიდელმა გოლკიპერმა. “ხუთ მეკარეს ჰქონდა სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების შანსი, მაგრამ მწვრთნელმა მხოლოდ სამი ამოირჩია. დელ ბოსკემ იცის ვინ არიან საუკეთესო და ვინ გამოადგება ნაკრებს ყველაზე მეტად. ჩვენ ვიბრძოლებთ პირველი მეკარეს პოზიციისთვის და მერწმუნეთ ძალაინ რთული იქნება. ვიქტორმა “ბარსაში” გაწეული სამუშაოთი დაიმსახურა ნაკრებშტი მოხვედრა.” – განაცხადა იკერმა გულწრფელად.
თუმცა არავის ეჭვი არ ეპარება, რომ პირველი მეკარე მაინც იკერ კასილიასი იქნება, მაგრამ თავად დარწმუნებულია, რომ ადვილად ამ პოზიციას რეინა და ვალდესი არ დათმობენ და მას მოუწევს ბრძოლა. “რა თქმა უნდა მე მათ შორის რაღაც უპირატესობა მექნება პრაქტიკის თვალსაზრისით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი თავიდან დაიწყება. საჭიროა მაქსიმუმი გავიღო ორშაბათიდან ვარჯიშებზე. წარსული არ კმარა წარმატების მისაღწევად. მოგება უნდა განვაგრძო.” – დაასრულა ესპანელმა მეკარემ.
წყარო: www.sport.es