დღეს პრეზიდენტობის კანდიდატები კლუბში ხელმოწერებს წარადგენენ

დღეს პრეზიდენტობის კანდიდატები კლუბში ხელმოწერებს წარადგენენ

დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ხელმოწერათა წარდგენის ვადა იწურება.

როგორც მოგეხსენებათ, კლუბის წესდების თანახმად, პირს, არჩენებში კანდიდატად რეგისტრირებისთვის, კლუბის წევრთა 2 257 ხელმოწერის წარდგენა სჭირდება, რაც, შემდეგ, კლუბის მიერ შემოწმდება და ხელმოწერები, რომლებიც წესდების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, გაბათილდება.

ჟოან ლაპორტამ, ვიქტორ ფონტმა და ტონი ფრეიშამ განაცხადეს, რომ მინიმალურ რაოდენობაზე მეტი ხელმოწერის შეგროვება შეძლეს და ოფიციალურ კანდიდატებად აუცილებლად დარეგისტრირდებიან.

Mundo Deportivo წერს, რომ დანარჩენი კანდიდატების შემთხვევაში, ჯერჯერობით, არაა ცნობილი, წარადგენენ თუ არა საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს. 

კანდიდატები ხელმოწერებს “კამპ ნოუზე”, დღის განმავლობაში, მიიტანენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • ბასქუ10
    11 იან 2021, 15:40

    ლაპორტას მეტი ვერავინ გვიშველის, აუცილებლად მან უნდა გაიმარჯვოს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    11 იან 2021, 13:24

    ლაპორტა მაინც გაიმარჯვებს თუნდაც ასეთი კონკურენციის ფონზე.რაც მეტი კონკურენტი ეყოლება არჩევნების დროს ჯობს რომ გაიმარჯვებს მისი გამარჯვება უფრო დამაჯერებელი იქნება და ვეღარავინ ვეღარ იტყვის დაუმსახურებლად გაიმარჯვაო მოწინააღმდეგებიდან ან გააყალბაო როგორც ხდება არჩევნების დროს ზოგადად.

  • C.PC5
    11 იან 2021, 12:34

    ფაქტიურად ეგზიტპილების შედეგებს გავიგებთ მაგ ხელმოწერებით. ვისაც მეტი ექნება იასნა ის მოიგებს😃

  • BEQA BARCA
    11 იან 2021, 12:29

    ლაპორტას იმდენი ფურცელი წაიღო მაგ ხელმოწერებისთვის რომ ბევრე ექნება ხელმოწერები