“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, აგუსტი ბენედიტო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” არგენტინელ კაპიტანზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.
“ჩვენ უნდა გვყავდეს ფრენჩაიზის მოთამაშე და მესი მსოფლიოში საუკეთესოა. მას უყვარს “ბარსელონა” და ამ როლისთვის, მასზე უკეთესი აქ არავინაა. ჟორდი ევოლესთან ინტერვიუს ნახვის შემდეგ მისი მომავლის მიმართ პესიმისტურად ვარ განწყობილი. მერჩივნა მას ეთქვა, რომ რჩებოდა. ეს საუკეთესო სიახლე იქნებოდა.”
ბენედიტომ ასევე თავის საპრეზიდენტო გეგმებზეც ისაუბრა.
“პირველი, რასაც გავაკეთებ ისაა, რომ მონჩის (“სევილიას” სპორტული დირექტორი) დავურეკავ და დავარწმუნებ “ბარსელონაში” მოვიდეს. ვისურვებდით, რომ ის ჩვენ შემოგვიერთდეს, თუმცა მე რეალისტი ვარ. რონალდ კუმანს ჩემი მხარდაჭერა აქვს. მან ახლახანს დაიწყო და უნდა ვენდოთ. ჩემთვის, ის ტოპ სამ მწვრთნელშია. ის მწვრთნელია, რომელიც კლუბს იცნობს და ის გამბედავია, ათამაშებს ახალგაზრდებს.”
– ციტირებს ბენედიტოს სიტყვებს Marca.
ეს ვინაა ?
აი ფრენჩაიზებით და ბრენდებით რომ საუბრობს, მაგიტომ არაა მაგისი ადგილი პრეზიდიუმშიც კი;
ფინანსებს სწორი მაღთვა უნდა, ტალანტებს სწორი შერჩევა
მწვრთნელი ჟილკიანი და ფანტაზიის მქონე, არასტანდარტული
მაგრამ იცი შენ ეს? შენც კაი ვირთხა ხარ აგუსტი
შენ გატყობ ოცნების მოყვარული ხარ, მაგრამ ვინც ჩამოთვალე ორივე საქმის მცოდნეა. ერთი კარგი ეკონომისტია, მეორემ კი შექმნა იუსტიციის სახლი და რიგებში, რომ არ კვდება ხალხი მაგის დიდი დამსახურებაა.
აი აგუსტი ბენედეტო კლუბის პრეზიდენტად, იგივეა, რაც გირჩი ან სტრატეგია აღმაშენებელი მმართველობაში
შუაზე რომც გაიხეთ ლაპორტა იგებს ამას ასე რო გა..ვი
მ ეკი წინასწარ მიხარია რო აგუსტი ბენედიტო ბარსას პრეზიტენდი ვერ გახდება :))
და კიდევ, პრეზიდენტი ის გახდება, ვინც ოპტიმისტურადაა განწყობილი
ლაპორტა გვინდა სასწრაფოდ.მაგ კაცის დამსახურებაა ის წლები რო ყველაფერი 5-ანზე გვქონდა.როგორც კი იკლო აკადემიის ფეხბურთელებმა კლუბში მაშინვე დაგვეწყო რეგრესი და წელს კოდე ბოლო ლურსმანი დაგვაჭედეს და სადამდე გაგვყვება ეს ჭრილობა კაცმა არ იცის.მე ლაპორტასი მჯერავს და მაქ მაგ კაცის იმედი
მონჩი ვინაა?!
და კიდევ, პრეზიდენტი ის გახდება, ვინც ოპტიმისტურადაა განწყობილი