“ბარსელონასა” და “სანტოსის” დავა 2016 წელს გაბრიელ ბარბოსას ტრანსფერთან დაკავშირებით დაიწყო. კატალონიურ და ბრაზილიურ კლუბებს შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდათ, რის თანახმადაც, “ბლაუგრანას” შემტევის უპირატესი შესყიდვის უფლება ჰქონდა.
29 აგვისტოს, “სანტოსმა” “ბარსელონას” გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ფეხბურთელით “ინტერი” იყო დაინტერესებული და თუ “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მისი შეძენა სურდათ, მოქმედებისთვის 3 დღე ჰქონდათ. მე-2 დღეს, როდესაც “ბარსას” პასუხი გაგზავნილი არ ჰქონდა, ოფიციალურად დადასტურდა, რომ გაბიგოლი “ინტერის” ფეხბურთელი გახდა.
კატალონიურ კლუბმა “სანტოსს” სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და დღეს, Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსამ” პროცესი მოიგო – ბრაზილიელებს 2,9 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ.
კრიზისის ფონზე წაგვადგება
Konrad de la Fuente,
როცა უნდოდათ მაშინ ძალიან მაგარი იყო ბრაზილიაში. რო ეყიდათ შეიძლება გამოდგომოდათ, თან მაშინ მსნ ის ზამენას ეძებდნენ და მუნირს და პაკოს კი აჯობებდა.
ეხა სავარაუდოდ სანტოსი გაასაჩუვრებს და გაიწელება კიდე ბევრი წელი))
ამის გამოძიებას 4 წელი დაჭირდა. ახლა სანტოსი გაასაჩივრებს და 4 წლის მერე იქნება პასუხი, მერე ბარსა და 2038 წელს დასრულდება.
არაფერში რომ არ ჭირდებოდათ და ვერც იყიდეს და მაინც სარგებელი მიიღეს. ბოლოს რაც ტრანსფერები აკეთეს 90% არ ამართლებს და ამ ტაქტიკას მაინც მიაწვნენ. ვაფშე არც უყიდიათ ფეხბურთელი და 3 მილიონი ისარგებლეს🤣🤣🤣
რა ჩემს რამოსად უნდოდათ ეს? ამათ სატრანსფერო პოლიტიკას შევე.ი მე.