workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ფერნანდესი: პიმიენტას შეუძლია, ახალი გვარდიოლა გახდეს

ლუის ფერნანდესი: პიმიენტას შეუძლია, ახალი გვარდიოლა გახდეს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლუის ფერნანდესმა, ლიონელ მესიზე და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

“აპრილში კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მესის ახალ პროექტს გააცნობს. როცა ის წასვლას გადაწყვეტს, კუბალასა და კრუიფის წინ ძეგლის გახსნით უნდა გავაცილოთ. 

მესის ახსოვს, რომ “ბარსელონა” მხოლოდ ბართომეუ არ არის. შესაძლოა, ის ბიუროფაქსის გამოყენებისას შეცდა, მაგრამ ინტერვიუში ყველას მიმართ დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა. 

ბართომეუს გეგმა არასდროს ჰქონია. ის იმპროვიზაციის საფუძველზე მოქმედებს, “ბარსელონაში” კი ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ზუსტი იდეები, რომლებითაც კლუბის ხელახლა აღორძინება შეგვიძლია. 

მთავარი მწვრთნელის პოსტზე გარსია პიმიენტას (სარეზერვო გუნდის მწვრთნელი) დანიშვნაზე ვფიქრობთ. “ბაიერნმაც” ასე გააკეთა – ფლიკის სახელი აქამდე არავინ იცოდა, ახლა კი ის დიდი მწვრთნელია. ჩვენი აზრით, პიმიენტას შეუძლია ახალი გვარდიოლა გახდეს”. – განაცხადა ფერნანდესმა. 

ლუისი ერთ-ერთია იმ პირველი კანდიდატებიდან, რომლებმაც დირექტორთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების ოქმს ხელი მოაწერეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2020, 21:09
    #3

    პიმიენტას დანიშვნა თუ უნდოდათ ეხლა უნდა დაენიშნათ კუმანის მერე ხავია რიგში ასე რომ პიმიენტას არავინ დანიშნავს

  • me da barca
    schedule 11 სექ 2020, 19:14
    #2

    რა რიჟაა ტიპი. ამას პირი ჩახეული აქვს მგონი.

  • mironis
    schedule 11 სექ 2020, 19:13
    #1

    ფლიკი მოკლევადიაი პერსპექტივა იყო და უბრალოდ გაამართლა, სხვა გზა არ ქონდათ იმათ. როცა კუმანი გყავს გუნდში და ჩავი თავის რიგს ელოდება პიმიენტაზე ლაპარაკი ცოტა უნდობლობას იწვევს პირადად ჩემში 🙂