Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აგუსტი ბენედიტოც მიიღებს.
ამის შესახებ კატალონიური გამოცემის ჟურნალისტი, ჩავიერ ბოში, წერს. მისი თქმით, ბენედიტომ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მასთან პირად საუბარში დაადასტურა.
ეს ბენედიტოსთვის რიგით მესამე საარჩევნო კამპანია იქნება. პირველად მან კენჭი 2010 წელს იყარა და 8 000 ხმით მხოლოდ სანდრო როსელს ჩამორჩა. პრეზიდენტის პოსტის დაკავება მან მეორედ 2015 წელს სცადა, ბენედიტომ 3 400 ხმა მოაგროვა და, ჟოზეპ მარია ბართომეუსა და ჟოან ლაპორტას შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.
ჩავის ფონტი ევასება და ლაპორტასთან მოვა?
100%
ბენედეტო არა ვალვერდე აირჩიონ😀
ლაპორტა უნდა მოვიდეს ბენედეტო არა შვანცკი
ბართუშას გადამკიდე, აღარ გვინდა აჩკებიანი პრეზიდენტი 😁 😁 😁