workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კია ჯორაბჩიანი: კოუტინიოს “ბარსელონაში” დარჩენა გამორიცხული არ არის

კია ჯორაბჩიანი: კოუტინიოს “ბარსელონაში” დარჩენა გამორიცხული არ არის

“ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს, აგენტმა, კია ჯორაბჩიანმა, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კოუტინიო მომდევნო სეზონში “ბარსას” რიგებში ვიხილოთ.

“არ გამოვრიცხავთ, იგი “ბარსელონაში” დარჩეს. ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, დავსხდებით და განვიხილავთ.

“კოუტინიოს პრემიერ ლიგა უყვარს, თუმცა ფინანსურ მხარესა და კორონავირუსის ფაქტორს მნიშვნელოვანი როლი ექნება”, – ჯორაბჩიანის სიტყვებს TalkSport ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის იჯარით აყვანით ლონდონის “არსენალია” დაინტერესებული.

კოუტინიო, “ბაიერნთან” ერთად, თავის კლუბს დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 14 აგვ 2020, 19:36

    ბარსას წინააღმდეგ ითამაშებს და ზეგ უკვე ბარსას დაუბრუნდება? მაგარია.

  • სპარტაკი
    schedule 14 აგვ 2020, 19:18

    თუ შანსი მიეცემა რამოდენიმე თამაშში გადამბულად იასპარეზოს მჯერა გამოიჩენს თავს… მე მაგრად მსურს რომ ბარსელონაში მიაღწიოს წარმატებას ..და ვნახოთ რა გამოვა..

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 18:53

    კიდე ვიძახი, კარგი მწვრთნელის ხელში ესეც იპოვიდა თავის ადგილს ბარსაში.

  • barsa111
    schedule 14 აგვ 2020, 18:23

    sastav ras fikrobt dges ase favoriti roa baierni niuneli cavavebt?100 manetshi ra davceeo rras mirchevt

  • Messiah
    schedule 14 აგვ 2020, 17:56

    აუ არადა როგორ მიხაროდა ამის მოსვლა ;დ