მადრიდის “რეალის” ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი, ხორხე ვალდანო, ერთ-ერთ ინტერვიუში “ბარსელონაში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“ძლიერი გუნდი – ძლიერი ინსტიტუტის შედეგია, ახლა “ბარსელონაში” ბევრ ღია დებატებს აქვს ადგილი.” – აღნიშნული სიტყვები არგენტინელმა El Transistor-თან ინტერვიუში თქვა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში “ბარსელონა” 2 ქულით ჩამორჩება მადრიდის “რეალს”, კიკე სეტიენის გუნდი ხვალ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.



