მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” კარი ბოლო მატჩებში დიდი საფრთხეების ქვეშ არ ყოფილა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს 5 მატჩიანი მშრალი სერია დაუგროვდა.
გერმანელი მეკარე უკვე 450 წუთია გოლს არ უშვებს. მას უკვე ჰქონდა მსგავსი შედეგი 2017/2018 სეზონში. ახლა ტერ შტეგენს შანსი აქვს ვიგოს “სელტასთან” მატჩში ეს სერია გაზარდოს და პირადი რეკორდიც დაამყაროს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო გოლი გერმანელმა მარტში, “რეალთან” შეხვედრაში გაუშვა.

ალავესი იყო არც ეგ დაგავიწყდეს😉😃 კი გაჭირდება მაგრამ მოსაგებია თამაშები და ეხლა ფეხის დაცდენა არ შეიძლება
ალავესი და თან 10 კაცით.
ნომერ 1 მეკარე მსოფლიოში
ესე უნდა გავაგრძელოთ დაცვაში თამაში იდეალურად თამაშობს დაცვის ხაზი და ნუ შტეგოზე ზედმეტია ლაპარაკი
სელტასთან გასვლაზე ისტორიულად სულ გვიჭირს თამაში,იქ კი კარის მშრალად შენახვა რთული იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ბოლო ტურში, 6 გოლი გაიტანეს, ჩვენზე კი არაფერს ვიტყვი,, ცუდია რომ რეალზე ვართ დამოკიდებული…