workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” vs “ბილბაო” – მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონა” vs “ბილბაო” – მატჩისწინა მიმოხილვა

“სევილიასთან” ნათამაშები  უსახური თამაშისა და დაკარგული ქულების შემდეგ, კატალონიელები რეპუტაციის აღდგენას “კამპ ნოუზე” “ბილბაოს” წინააღმდეგ შეეცდებიან.

გუნდების დანაკლისი

“ბარსელონას” ფრენკი დე იონგი, სერჟი რობერტო და უსმან დემბელე ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

“ბილბაოს” ვეტერანი მარცხენა მცველი, იური ბერჩიჩე, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს.

მნიშვნელოვანი სტატისტიკა

  • “ბარსელონას” ლა ლიგაში, “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრებში 27-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.
  • კატალონიელები კარს მშარალად ზედიზედ 4 მატჩია ინახავენ.
  • ყველა ტურნირზე გამართულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში “ბარსელონას” “ბილბაოსთან” გამარჯვება მოპოვებული არ აქვს.
  • ლეო მესის ბასკების წინააღმდეგ ჯამში 24 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

“ბარსას” შესაძლო XI: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი, არტური, მესი, სუარესი, გრიზმანი.

“ბარსელონას” განაცხადი.

blog_image

“ბილბაოს” სავარაუდო XI: სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბალენსიაგა, გარსია, ვესგა, კორდობა, მუნიაინი, ვილიამსი, რაულ გარსია.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: “ჩვენ ვიცნობთ “ბილბაოს”, ბასკებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მათი დამარცხება რთულია, რადგან თავის დაცვა საკმაოდ კარგად შეუძლიათ. თავის შეკავება ხშირად ყველაზე კარგი გამოსავალია, ჩვენ მათ კონტრ-შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ.” სეტიენის სრული მატჩისწინა კომენტარი.

გაისკა გარიტანო: “ჩვენ გეგმა გვაქვს, რომლის შესასრულებლადაც მაქსიმალურად ვმუშაობთ. თითოეული შანსი, რომელიც მოგვეცემა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.”

სავარაუდო ანგარიშები

Sportsmole: “ბარსელონა” 2-1 “ბილბაო”

Sportskeeda: “ბარსელონა” 2-1 “ბილბაო”

90 Min: “ბარსელონა” 3-0 “ბილბაო

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 23 ივნ 2020, 10:57
    #3

    კიკე ხარ თუ კიკუ, თუ პირველი ტურის და კოპას ბოღმას არ ამომაღებინებ დღეს, მოვიკითხავ შენს წინაპრებს.

  • ousmane dembele 11
    schedule 23 ივნ 2020, 09:51
    #2

    ტერ შტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    არტური პუჩი ვიდალი
    მესი გრიზი ფატი

    პუჩი-ბუსი
    ფატი-ბრეიტუეიტი
    გრიზი-სუარესი

  • მსლ
    schedule 23 ივნ 2020, 00:59
    #1

    "90 min" კაია.