“სევილიასთან” ფრედ (0-0) ჩატარებული მატჩის შემდგომ, შაბათს, კიკე სეტიენმა ბიჭებს დასვენების დღე მისცა.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” სიუტატ ესპორტივაზე დღეს დილით გამოჩნდნენ. მორიგი სესია ხვალ, თბილისის დროით, 12:30 საათზე გაიმართება.
ვარჯიშის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც “ბილბაოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი ლა ლიგის 31-ე ტურს “კამპ ნოუზე” 23 ივნისს გამართავს.
