workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი – ლა ლიგის საუკეთესო სნაიპერი

არტურო ვიდალი – ლა ლიგის საუკეთესო სნაიპერი

2 დღის წინ, “მალიორკასთან” შთამბეჭდავ გამარჯვებას სათავე არტურო ვიდალმა დაუდო. შესანიშნავი თავურით ჩილელმა საკუთარი დარტყმების სტატისტიკა გაიუმჯობესა.

9 დარტყმიდან 7 გოლი. Movistar-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კარში დარტყმების სიზუსტის მხრივ, ის საუკეთესო ფეხბურთელია. არტუროს კარში გადაგზავნილი ბურთებიდან 77.8% გოლით სრულდება.

ვიდალს მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, დიეგო კოსტა და “ხეტაფეს” ნახევარმცველი, დავიდ ტიმორი მოსდევენ.

ორივე მათგანმა კარში ზუსტად დარტყმული 4 ბურთიდან 3 გოლი გაიტანა.

ჩილელმა ფეხბურთელმა “მალიორკასთან” თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და გოლის გატანამდე 60 წამზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

საერთო ჯამში, არტურო ვიდალმა მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 3 ასისტია. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძირითად თერთემეტეულში მხოლოდ 14-ჯერ მოხვდა, აღნიშნული სტატისტიკა, საკმაოდ შთამაბეჭდავად გამოიყურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • kaikaci
    schedule 16 ივნ 2020, 10:48
    #5

    ციტატა: me da barca
    ტყვიას ტყვიაზე აჯენდა ოძელაშვილი არტურა.

    ინტონაციით წავიკითხე და გავსკდი სიცილით😂😂😂😂

  • alen halilovic
    schedule 16 ივნ 2020, 10:33
    #4

    ისე ეს რა სტატისტიკაა, მთლიანად დარტყმებიდან უნდა დაითვალონ, თორემ კარში წასულებიდან რამდენი გავა, ეს სხვა რამეზე მეტყველებს უფრო

  • რივალდო-მესი
    schedule 15 ივნ 2020, 22:23
    #3

    ცდილობენ იმინა მოიშორონ უმაღლესი კლასის ნახევარმცველი 15 მოლიონად და იმასაც ვერ ახერხებენ. მაგარია ბართო

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივნ 2020, 21:52
    #2

    ამის გაშვება როგორ შეიძლება ნადირია მასტი

  • me da barca
    schedule 15 ივნ 2020, 21:50
    #1

    ტყვიას ტყვიაზე აჯენდა ოძელაშვილი არტურა.