ლა ლიგის 28-ე ტურში “ბარსელონამ” “მალიორკა” საკმაოდ დიდი უპირატესობით (4-0) დაამარცხა. კლუბის ოფიციალური საიტი ხსენებული შეხვედრის გამორჩეულ სტატისტიკებს გვთავაზობს.
64-ე წამი
2016 წლის 23 იანვრს შემდეგ, არტურო ვიდალმა “ბარსელონას” ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – მას მეტოქის კარის ასაღებად 64 წამი დასჭირდა. აქამდე საუკეთესო შედეგი მუნირს ჰქონდა, რომელმაც გოლი 63 წამში გაიტანა.
პირველი სასტარტო
რონალდ არაუხომ “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში მატჩი პირველად დაიწყო.
165 წუთი
მარტინ ბრეითუეიტს “ბარსელონას” რიგებში პირველი გოლის გასატანად 165 წუთი დასჭირდა.
16 გამტანი მიმდინარე სეზონში
მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” 16 სხვადასხვა მეგოლე ჰყავს: ლიონელ მესი (25), სუარესი & გრიზმანი (14), ვიდალი (7), ანსუ ფატი (5), არტურ მელო (4), კლემან ლანგლე (3), ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, დე იონგი & კარლეს პერესი (2), ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო & ჟუნიორ ფირპო (1).
ციცი ბრავო.იმედია ესეთ სტატისტიკას მომდევნო მატჩებსაც დაამატებ. 😍😍😍 გყვარობ მე შენ