“ბარსელონას” ექს-მოთამაშე, ტიერი ანრი, რომელიც კლუბში 2007-2010 წლებში ასპარეზობდა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში იხსენებს, რომ კატალონიის დედაქალაქში გატარებული პერიოდი, მისთვის განსაკუთრებული იყო.
“ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი კარგად მესმოდა, თუმცა როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი, ჩემი დეპროგრამირება მოხდა, შემდგომ კი გადაპროგრამირება.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ “არსენალი” არ მსურს, “არსენალის” ფანი აღარ ვარ, ან ჩემი გული მის სიახლოვეს არ იმყოფება… მაგრამ “ბარსელონაში” ყოფნა განსაკუთრებული იყო..” – ანრის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.




ბარსა სხვა დონე იყო. არსენალიც მაგარი იყო მაგ დროს მარა ყველა ლიდერი გაყიდეს და დაიშალა გუნდი
გვარდის დამსახურებაა ეგ.