workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტონი კროოსი: “რეალს” შეუძლია, მხოლოდ იმედი ჰქონდეს, რომ “ბარსელონას” სადღაც ფეხი დაუცდება

ტონი კროოსი: “რეალს” შეუძლია, მხოლოდ იმედი ჰქონდეს, რომ “ბარსელონას” სადღაც ფეხი დაუცდება

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ლა ლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა. 

“ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ “ბარსელონას” სადღაც ფეხი დაუცდება. ჯერ კიდევ გვაკლია სტაბილურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსის პაუზას ლიდერები შევხვდებოდით, თუმცა სიტუაცია სხვაგვარია. 

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ გუნდში იქნება ნაკლები ტრავმები, გუნდებს ყველა მოთამაშე სჭირდება. ვინც ამ არასტანდარტულ სიტუაციას თავს უკეთ გაართმევს, ჩემპიონიც სწორედ ის გახდება. 

დარჩენილი მატჩები გუნდების ფიზიკურ მდგომარეობასაც გვაჩვენებს, ამას მხოლოდ ვარჯიშებზე ვერ დავინახავთ, რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადოთ. პირველივე მატჩში შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა მდგომარეობაშია “რეალი”, – ტონი კროოსის სიტყვებს Goal ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივნ 2020, 14:06

    ერთადერთი საღად მოაზროვნე რეალში

  • ana anukii
    schedule 13 ივნ 2020, 13:03

    ესააა ლოგიკური აზროვნება და განსჯა… აბა კურტუა რამდენი დაილაპარაკებს იმას იძახის ჩვენ მოვუგეთ ურთიერთშეხვედრა ტიტული ჩვენიაო რა სისულელა:))))

  • ფარნა
    schedule 13 ივნ 2020, 12:01

    იოცნებე შენ ამის მეტი მაინც არაფერი დაგრჩენია წელს ლა ლიგა ჩვენია ჩათლახური გადაწყვეტილების გამო დავკარგეთ კოპა დელ რეი მარა არა უშავს სამაგიეროდ დიდი შანსებია ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა დავდოთ წიიიინ ბარსა ცოცხლააად