workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი ლაუტაროს სატრანსფერო სპეკულაციებში არ ერევა

კიკე სეტიენი ლაუტაროს სატრანსფერო სპეკულაციებში არ ერევა

კვირას, Movistar-თან გამართული ინტერვიუს დროს, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, კიკე სეტიენს ლაუტარო მარტინესის დამატების შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს.

“ბლაუგრანას” თავკაცმა სატრანსფერო სპეკულაციებში ჩართვისაგან თავი შეიკავა და მხოლოდ ნეიტრალური კომენტარით შემოიფარგლა.

“მე ყველა დიდებული ფეხბურთელი მომწონს. თუმცა, ზოგადად, იმათ შესახებ არ ვსაუბრობ, ვინც “ბარსას” წევრი არაა.”

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სეტიენს ლაუტაროსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. გასულ თვეში მან სატრანსფერო ჭორებზე ირიბად უპასუხა.

“ლეოსთან თამაშის შესაძლებლობა დიდი სტიმულია. ვინ არ ისურვებდა მასთან ერთად ყოფნას?”

გავრცელებული ჭორების მიხედვით, “ბარსელონამ” ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და შემდგომი ნაბიჯი უკვე “ინტერთან” მოლაპარაკებების საბოლოო დონემდე მიღწევაა.

მიმდინარე სეზონში ლაუტარომ 31 შეხვედრაში მიიღო მონაწიელობა და მის ანგარიშზე 16 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ფარნა
    schedule 10 ივნ 2020, 13:14

    გვარდიოლაა საჭირო და ის მოხოდავს მას შემდეგ არც ერთმა მწვრთნელმა არ გაამართლა გარდა ლუის ენრიკესი კუმანი გაასწორებდა ეგ რომ მოვიდეს დე ლიხტსაც მოუნდება გადმოსვლა მარა სანამ ევრო ლიგაზე არ ათამაშებს ჰოლანდიის ნაკრებს არ მოვა კუმანი მასიმილიანო ალეგრი უნდა დაენიშნა ამ იდიოტ ბართუს სანამ კიკეს და ვალიკოს დანიშნავდა იმას უფრო მეტი გამოცდილება აქვს ვიდრე ამათ

  • nikusha
    schedule 09 ივნ 2020, 10:31

    საერთოდ ამას ტოვებენ ?

    ჯერ ის გავიგოთ რჩები რომ? მემგონი გიშვებენ და ძალიან კარგსაც იზამენ. შენ თუ გიშვებენ ვინ მიგასუნინებს ტრანსფერების პონტში?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2020, 07:00

    ალექსის სანჩესის ტიპის ფეხბურთელია რა

  • M10 S9 D11
    schedule 09 ივნ 2020, 01:17

    ფუ რა ჩმორიკია ესეც ამოიღე ხმა ტრენერი არ ხარ?! არასაჭირო იგროკებით რო გატენეს გუნდი ფუიი

  • ROUCH
    schedule 08 ივნ 2020, 23:03

    არ ერევა კი არა რა კუკად მინდა ამდენი თავდამსხმელი მცველი მიყიდეთ თქო, 200 წლის პიიკე ცალფეზა უმტიტი და ხენგლე რო არიან მარტო გუნდში