workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი ტუხელს: “მინდა თუ არა “ბარსაში” დაბრუნება? კი ან კი”

ნეიმარი ტუხელს: “მინდა თუ არა “ბარსაში” დაბრუნება? კი ან კი”

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პსჟ-სა და “ბარსელონას” შორის, მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ნეიმარის დაბრუნება არ შედგა. მაშინ, ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ სინანულში ჩავარდნილი ნეიმარი, თვალცრემლიანი ითხოვდა დაბრუნებას, მაგრამ არაბებს, ჯერ არ გაუშვიათ გუნდიდან ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც, თავად არ სურდათ.

ერთი წლის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა, ნეიმარი გაფლანგულ წლებს მისტირის და კვლავ ითხოვს დაბრუნებას. წესით და რიგით, ნეიმარის პიკი, სწორედ ამ სამ წელში უნდა გვენახა, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის. შეუძლებელია, თავად არ ფიქრობდეს იმაზე, თუ რა მოხდებოდა, “ბარსელონაში” დარჩენის შემთხვევაში?!

ერთი რამ ზუსტად ვიცით, მრისხანე ტრიო ისევ ააწიოკებდა მეტოქის დაცვას, არც მისი შემცვლელის ძიებაში გადაყრიდნენ დიდძალ თანხებს და ამის ნაცვლად, ხელმძღვანელობა, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე იფიქრებდა.

იქნებ, კოუტინიოც გახსნილიყო, ნეიმართან ერთად. ბრაზილიის ნაკრებში ხომ მთელი მარცხენა ფლანგი ოკუპირებული აქვთ, ამას დავუმატოთ ალბა, რომელიც მხოლოდ მესის პასების იმედად არის დარჩენილი, რადგან ნეიმარის შემდეგ, ვერცერთმა გარემარბმა ვერ შეძლო, მასთან საერთო ენის გამონახვა.

ამ პერიოდში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ყველაზე ცუდი მოხდა – მადრიდის “რეალმა” ლიგის თასები მოხვეტა, “ბარსამ” კი ორი ისეთი გასვლითი თამაში წააგო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს. სეზონის ბოლოს, უკვე ტრადიციად იქცა, კლუბის რომელიმე ლეგენდის წამოძახილი – “ნეიმარი, რომ ყოფილიყო..”

6 მაისს, Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, ნეიმარმა, პსჟ-თან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. მისი გადასვლისთანავე, პარიზულ კლუბში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, სამი წლის შემდეგ, მარტივად შეეძლებოდა გუნდის დატოვება. ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რა პუნქტია ეს, ან როდის გააქტიურდება, მაგრამ ფაქტია, რომ ნეიმარი გადასვლიდან რამდენიმე თვეში, უკვე დაბრუნებაზე ფიქრობდა და ეს სურვილი, წამით არ განელებია.

როგორც წინა წელს, ისე ახლაც, ნეიმარი გასახდელშიც ღიად საუბრობს, გუნდის დატოვების შესახებ. ამის გამო, ფეხბურთელებთან და ფანებთან, კონფლიქტიც მოსვლია, მაგრამ მოედანზე გასვლისთანავე, ყველა ყველაფერს ივიწყებს. ეს არის ნეიმარის ეფექტი და ალბათ, იგივე იქნება “კამპ ნოუზეც”, თუ ბრაზილიელი დაბრუნდა.

თავიდან, ფანების ნაწილი ობსტრუქციას მოუწყობს, მაგრამ მერე, ბურთს შეეხება და ყველა ყველაფერს დაივიწყებს.

MD-ს ინფორმაციით, ნეიმარმა ტომას ტუხელსაც ღიად განუცხადა, რომ გუნდის დატოვება სურს. – “მინდა თუ არა “ბარსაში” დაბრუნება? კი, ან კი.” – ასეთი იყო მისი პასუხი.

წინა წელს, აბიდალი პირადად ჩავიდა პარიზში, მოლაპარაკებების დასასრულებლად და არაბებს 130 მილიონს პლუს ორი ფეხბურთელი – ივან რაკიტიჩი და ჟან-კლერ ტობიდო შესთავაზა. პარიზელებმა დემბელე მოითხოვეს, მაგრამ ბართომეუმ ეს ნაბიჯი არ გადადგა. ვინ იცის, იქნებ ნანობს კიდეც ამას?

ნეიმარის მამის მრჩეველმა, ვაგნერ რიბეირომ აღნიშნა, რომ FIFA-ს დადგენილებით, როდესაც ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელი აქვს დარჩენილი, ორგანიზაციას შეუძლია მისი ფასი განსაზღვროს და ეს ფასი, 164 მილიონი ევრო იქნება. რიბეირომ იგივე განუცხადა წინა წელს ფლორენტინო პერესს, რომელსაც ბრაზილიელის გადაბირება სურდა.

“ბარსას” ერთადერთი გამოსავალი, ტრანსფერში ფეხბურთელის, ან ფეხბურთელების ჩართვაა. გუნდს ჰყავს ვარსკვლავები, რომელთა გაშვებაზეც თანახმაა, საკითხავია, პსჟ რამდენად დათანხმდება მათ შეთავაზებას.

ნეიმარს კი სასამართლო დავის მოგვარება და ხელფასის შემცირება მოუწევს. თუმცა, გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, ხელფასი, ისედაც ყველას შემცირებული აქვს.

პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან კი დორტმუნდის “ბორუსია” გამოთიშეს. ამ სამი წლის განმავლობაში, ნეიმარის ფიზიკური ფორმა, უფრო და უფრო უარესდება, ფრანგების მთავარი საზრუნავი კი კილიან მბაპეს შენარჩუნებაა, ამიტომ, ბრაზილიელის გადაბირება, გაცილებით მარტივი უნდა იყოს.

თუმცა, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაისმება კითხვა – ღირდა ამდენ წვალებად, თუ არა?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 08 ივნ 2020, 23:39

    ნეი შენ იყო ჯიხვი თუ 1/4 ფინალში 2 გოლი არ გაუტანე პსჟ-ს. მერე ორი ხელით სიმეონეს ჟესტი გაუკეთე ხალიფას.

  • Messiah
    schedule 08 ივნ 2020, 17:34

    მაგარი სათაურებია ძმაო

  • MESSI-N1 4ever
    schedule 08 ივნ 2020, 17:01

    ციტატა: Lautaro Martínez
    წინა წელს, აბიდალი პირადად ჩავიდა პარიზში, მოლაპარაკებების დასასრულებლად და არაბებს 130 მილიონს პლუს ორი ფეხბურთელი – ივან რაკიტიჩი და ჟან-კლერ ტობიდო შესთავაზა. პარიზელებმა დემბელე მოითხოვეს, მაგრამ ბართომეუმ ეს ნაბიჯი არ გადადგა. ვინ იცის, იქნებ ნანობს კიდეც ამას?

    აი ამის გამოა მარტო ბართომეუ დასახვრეტი ეს კუალა ლუმპურელი ლემური ეს


    თვითონ დემბელეა ვირივით გაჯიუტებული, ცოცხალი თავით არუნდა გაჯმეინება

  • Anssumane
    schedule 08 ივნ 2020, 12:42

    წინა წელს, აბიდალი პირადად ჩავიდა პარიზში, მოლაპარაკებების დასასრულებლად და არაბებს 130 მილიონს პლუს ორი ფეხბურთელი – ივან რაკიტიჩი და ჟან-კლერ ტობიდო შესთავაზა. პარიზელებმა დემბელე მოითხოვეს, მაგრამ ბართომეუმ ეს ნაბიჯი არ გადადგა. ვინ იცის, იქნებ ნანობს კიდეც ამას?

    აი ამის გამოა მარტო ბართომეუ დასახვრეტი ეს კუალა ლუმპურელი ლემური ეს

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივნ 2020, 12:16

    ან მოიყვანეთ ან კიდე ნუ მოხანით ტვინი

  • MESSI-N1 4ever
    schedule 08 ივნ 2020, 12:15

    ფეოლა ბარსამანიაზე მწერლების ლიონელ მესია <3 7 წელია აქ ვარ და არასდროს ყოფილა სტატიები ამაზე უფრო საინტერესო