ერთდღიანი შესვენების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს.
დღეს “ბლაუგრანას” სავარჯიშო მოედანზე პირველ გუნდთან ერთად სარეზერვო გუნდის 9 მოთამაშეც გამოცხადდა, რომლებსაც კიკე სეტიენი, ბოლო პერიოდში, ხშირად ავარჯიშებს.
რაც შეეხება ლიონელ მესის – არგენტინელმა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, სპორტდარბაზში, ინდივიდუალურ რეჟიმში ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის გუნდს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველ მატჩს “ბარსა” 13 ივნისს, “მალიორკას” წინააღმდეგ გამართავს.
![გუნდი მესის გარეშე ვარჯიშობს [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/06/1591374742_b.jpg)

