“ბარსელონას” თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ თებერვალში ფინეთში მყესის ოპერაცია გაიკეთა, ამ ტრავმის სრულად მოსაშუშებლად კი ფრანგს სულ ცოტა 6 კვირის უქმობა მოუწევს.
RAC1-ის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელი ითხოვდა, რომ სარეაბილიტაციო პროცესის დაკსვნითი ეტაპი ყატარში გაეარა, სადაც 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწყისში, წინა დაზიანების გამო, იმყოფებოდა. თუმცა, როგორც Marca იუწყება, “ბარსა” უსმანს ამის ნებას არ მისცემს. გარდა ამისა, კლუბი მოითხოვს, რომ ახალგარზდა შემტევი მათ დაწესებულებაში დაბრუნდეს და დარჩენილი კურსი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გაიაროს.
შეგახსენებთ, კატალონიურმა გრანდმა დემბელეს შემცვლელად “ლეგანესიდან” 18 მილიონ ევროდ მარტინ ბრაითუეიტი შეიძინა და მის ნაცვლად ლა ლიგის განაცხადშიც შეიყვანა (ამიტომ, უსმანს მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში გამოსვლის უფლება არ ექნება). ფრანგი ერთ-ერთი მოთამაშეა, ვის გაყიდვასაც “ბლაუგრანა” აპირებს, თუმცა, დიდი ალბათობით, 23 წლის მოთამაშე დარჩება.
AS-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონის გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და ის “ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ დაეხმარება. უსმანმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 9 მატჩში 1 გოლი მიითვალა. Transfermarkt-ი მას 56 მილიონ ევროდ აფასებს.
ოცნება ნუ მოგიშალოს უფალმა
"მსოფლიო ჩემპიონი"…. ნუ მოკვდები სიცილით, ეს მსოფლიოს ჩემპიონია! ზოგიერთის აზრით ლეოზე უკეთესი, აბა როგორ მსოფლიო ჩემპიონია….
აბა შენ იცი დემბო,მომავალ წელს უნდა ულიდერო გუნდს(რა თქმა უნდა მესის შემდეგ)!
გაუშვან იქნებ ისე მოეწონოს იქაურობა დარჩეს 😂😂😂
ჩემი მეგობარია დორტმუნდის ქომაგი და დამცინოდა სანამ გამდმოვიდოდა ჯერ არც იცით რა შემოგტენეთო…)))) ჯიგრინსკის რეკორდი მოხსნა
😂 😂 😂
ჩემი მეგობარია დორტმუნდის ქომაგი და დამცინოდა სანამ გამდმოვიდოდა ჯერ არც იცით რა შემოგტენეთო…)))) ჯიგრინსკის რეკორდი მოხსნა
რატო უნდა ყატარში ნეტა, იმიტო ხო არა რო ნაკლები კონტროლია იქ? აქ მუდმივად შეამოწმებენ და წაფაქტავენ ღამის 6 საათზე თუ კომპს თამაშობს, იქ მიშვებულია ალბათ. მოკლედ ყველაზე ოპტიმისტ სასტავს თუ სჯერა ამის კიდე, ხოდა იმ ხალხს რო არ გაუტყდეს კიდე 1 სეზონი აგდოს ჰა, მერე თუნდაც 25 მილიონად, ოღონთ გაყიდონ. პრსოტა აზრი არ აქვს, გამორიცხულია ამისი ტრავმებისგან განკურნება
ვალვერდე აუთ!!!
დემბოს 220.000 ევრო აქ კვირაში.ხელფასი.
ასე ვინმე შემოგვტენოდეს არ მახსოვს.იმენა გაასაღა დორტმუნდმა ბარსაზე დემბელე როგორც იუვენტუსმა პოგბა მანჩესტერზე
Liga agvistoshi iwyeba manamde ori tvea da ver moaswrebs iq neb daexmaros rameshi suaresma agidgina forma da gamojamrteleba moaswro 33e wkisam da amas ra sjirs a set axalgazda
Karoche mekare terstegen I (p enia) semedo umtiti p ike (langle) alba arturi deiongi kou (busi) (vidali) (alenia) (p uchi) messi lautaro grizi (sua) (fati) (dembele) firpo netu rafinia bretveiti rakitichi Roberto semedo s zamena da albas zamena a sayidia kide neimars ar moiyvane n l autaro suass shemcvlelad grizmani Sami weli vishi unda itamashis wesit da mesimac fatic moiqoqeba man am da mesim iqneb dembele s aswavlos ravis kraishi tamashi dembele lautaro fati cudad ar jxers wina xazi erti Sami Wlis shemdeg
ახალგაზრდა ფეხბურთელი ითხოვდა, რომ სარეაბილიტაციო პროცესის დაკსვნითი ეტაპი ყატარში გაეარა, სადაც 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის დასაწყისში, წინა დაზიანების გამო, იმყოფებოდა. თუმცა, როგორც Marca იუწყება, "ბარსა" უსმანს ამის ნებას არ მისცემს. გარდა ამისა, კლუბი მოითხოვს, რომ ახალგარზდა შემტევი მათ დაწესებულებაში დაბრუნდეს და დარჩენილი კურსი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გაიაროს
აქაც კი კლუბის თხოვნა ჭირდება დაწესებულებაშიც არ დაბრუნებულა და მედ პერსონალიც ვერ აკვირდება კლუბის ეს რა თვითნებობებია ნერვები მეშლება რაში უხდიან ამ კუილს შემთხვევით გამოყოლილს 12 მილიონს და ყატარს ითხოვს მოაცილეთ ეს მუწუკი გუნდიდან დაახვიოს თავის ქვეყანაში ცემით უნდა აასხმევინო გუნდიდან იკრიჭება და ყრის კბილებს