workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეი არშავინი: 2008 წელს “ზენიტს” ჩემი მესიში გაცვლა უნდოდა

ანდრეი არშავინი: 2008 წელს “ზენიტს” ჩემი მესიში გაცვლა უნდოდა

Match TV-სთან ინტერვიუს დროს ანდრეი არშავინმა გაამხილა, რომ 2008 წელს “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო.

“როდესაც “ბარსას” ჩემი შეძენა სურდა, “ზენიტი” მხოლოდ მესის სანაცვლოდ გაშვებას დათანხმდა. შესაბამისად, ჩემი კატალონიურ კლუბში ტრანსფერიც ჩაიშალა.”

რუსი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ასევე იაია ტურეს აგენტი, დიმიტრი სელიუკი, ადასტურებდა. გასულ წელს მან ამის შესახებ ინტერვიუში განაცხადა:

“არშავინის “ბარსელონაში” ტრანსფერი სანდრო როსელთანაც მქონდა შეთანხმებული, თუმცა “ზენიტმა” მისი გაყიდვა არ ისურვა.”

2008 წლის “ოქროს ბურთის” მონაცემებით, არშავინი მსოფლიოს მე-6 საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

აღნიშნულ წელს ანდრეიმ თავი ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა, სადაც 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და რუსეთის ნაკრებს ნახევარფინალამდე მისაღწევად ულიდერა.

საკლუბო დონეზე კი – სანქტ-პეტერბურგის გუნდის რიგებში 44 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შედარებისთვის, მესიმ 2007-08 წლების სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 16 გოლი და 15 საგოლე გადაცემა იყო.

რუსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, “ბლაუგრანამ” მარცხენა ფლანგის შემტევი აღარ დაიმატა. პეპ გვარდიოლამ ამ პოზიციაზე ტიერი ანრი გადაწია, რითაც “ბარსას” მრისხანე შეტევა ფორმირდა ლიონელ მესის, სამუელ ეტო’ოსა და ანრის სახით.

მომდევნო წელს კატალონიურმა კლუბმა ისტორიაში პირველად სექსტუპლი შეასრულა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 31 მაი 2020, 21:53
    #3

    ჯერ შენი მოყვანა რა ჯანდაბად უნდოდა ბარსას ეგ გამაგებინა

  • Messiah
    schedule 31 მაი 2020, 18:37
    #2

    😀 კი ვიცოდი რო ყ.ე ნაცია იყო მარა ესეთი ?

  • JasoN
    schedule 31 მაი 2020, 17:38
    #1

    🤣 🤣 🤣 ამაზე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე რომ დამეწერა