როგორც უკვე გითხარით, “ბარსელონას” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, ეროვნული ჩემპიონატების ნამდვილი “მეფეა”. ესპანურ პრესასთან ინტერვიუში ფეხბურთელმა სეზონის დარჩენილ ნაწილზე ისაუბრა.
“დარჩენილი 11 შეხვედრა – ეს 11 ფინალის ტოლფასია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი რთული მეტოქეები იქნებიან. საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ, ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთ შევასრულოთ.
ჩემთვის ეროვნული ჩემპიონატების ზედიზედ ცხრაჯერ მოგება უდიდესი პატივი იქნება, რადგან ამ ნიშნულთან მისვლა საკმაოდ რთულია. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ბრძოლას და ტიტულების მოგებას სამომავლოდაც ვაპირებ.
ეს ისტორიაში რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო და ნამდვილად საამაყო მიღწევაა. იმედი მაქვს მეცხრე ჩემპიონობას სწორედ აქ, “ბარსასთან” ერთად ვიზეიმებ.” – ვიდალის სიტყვებს AS ციტირებს.


იზეიმებ კიდეც იმპერატორო დაჟე თუ მოვიხოდეთ ლიგასაც